USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა საქართველოს 13 000 ტონა ხორბლი და 4 000 ტონა სოიო გადასცა
Date:  1145

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „საკვები პროგრესისთვის“ ფარგლებში, ფოთის პორტში, 13 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბლით და 4 000 ტონა სოიოს შროტით (მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში გამოყენებადი საკვები) დატვირთული გემი შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ხორბლის შემოტანის პროცესს ადგილზე გაეცნო.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ამერიკული ხორბალი ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის ქართულ ბაზარზე გასაყიდად. გაყიდვებიდან შემოსული თანხა სოფლის მეურნეობის, მათ შორის, მეცხოველეობის, განვითარების პროგრამაში ჩაიდება.

„აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამა არამარტო ხელს უწყობს გაუმჯობესდეს ქვეყანაში საკვების უსაფრთხოება და ხარისხი რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის წარმოებაში, არამედ ეხმარება კომპანიებს გაძლიერებასა და განვითარებაში. მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას დარგის განვითარების მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, მსგავსი ტიპის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

society
A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის საფასური დიფერენცირებული წესით განისაზღვრა - რა ტარიფები ამოქმედდა?

ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის გაცემის საფასური თითოეულ ავტომობილზე დიფერენცირებული წესით განისაზღვრა.

სააგენტოს განმარტებით, ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილებისთვის საფასური შეადგენს 0,27 ლარს ერთ კალენდარულ დღეში, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში - 0,13 ლარს დღეში. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვაზე საერთოდ არ არის მიბმული სატრანსპორტო საშუალება, გადასახადი განისაზღვრება 3 ლარის ოდენობით დღეში.

ამასთან, სრულად ელექტრო ავტომობილები, რომლებსაც მხოლოდ ელექტრო ძრავა აქვთ, გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან 2029 წლის 31 დეკემბრამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ელექტრონული სისტემა ყოველდღიურად ითვლის გადასახდელ თანხას, ხოლო ყოველი თვის პირველ რიცხვში ნებართვის მფლობელს პირად სივრცეში გამოუჩნდება წინა თვის ჯამური გადასახადი.

მათივე ცნობით, ნებართვის საფასურის გადახდა სავალდებულოა ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 7 რიცხვისა. თუ გადახდის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, გადახდის ვალდებულება გადადის მომდევნო პირველ სამუშაო დღეზე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 17 ივნისს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდა, დაგროვილი დავალიანება დროულად დაფარონ. მისი თქმით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვები გაუქმდება და მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდნენ, 1 000-ზე მეტი ნებართვის მფლობელი კვლავ არ ასრულებს სანებართვო პირობებს და არ იხდის გადასახადს, რის გამოც დავალიანება ყოველდღიურად იზრდება. მერიის ინფორმაციით, შესაბამის პირებს შეტყობინებები პერიოდულად ეგზავნებათ.

უწყების განმარტებით, დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმების ეტაპობრივი ზრდა - 100, 300 და 900 ლარი, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში ემატება საურავები და საბოლოოდ ნებართვის გაუქმება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way