USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
აშშ-ის სენატმა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცა
дата:  701

აშშ-ის სენატმა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატის გადაწყვეტილებას დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი უწოდა.

BBC-ის ინფორმაციით, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ამერიკელები ერთჯერადი დახმარების სახით 1 400 აშშ დოლარს მიიღებენ. გამოყოფილი თანხის ნაწილი ასევე მოხმარდება კორონავირუსის ტესტირების გაფართოებასა და შტატებს შორის ვაქცინის თანაბრად გადანაწილებას.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტიდან 1.9 ტრილიონი დოლარის გამოყოფას არ ეთანხმებიან "რესპუბლიკელები". მათი თქმით, პანდემიით დაზარალებულ ქვეყანას ამ ოდენობის ხარჯები კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати