USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
Тбилиси
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა
дата:  516

აშშ-ის სენატის ორმა მესამედმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 57-მა სენატორმა დაუჭირა, 43 კი წინააღმდეგ წავიდა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი დამნაშავედ შვიდმა „რესპუბლიკელმა“ ცნო, იმპიჩმენტისთვის კი სულ მცირე 17 „რესპუბლიკელი“ სენატორის მხარდაჭერა იყო საჭირო.

მას შემდეგ, რაც სენატის სხდომაზე კენჭი ეყარა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს და ის გამართლდა, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებმა წარმოთქვეს დასკვნითი სიტყვა.
 
ჩაკ შუმერი: დონალდ ტრამპმა ჩაიდინა აღმაშფოთებელი დანაშაული.
 
დემოკრატთა ლიდერმა კონგრესის უმაღლეს პალატაში ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელთა უმრავლესობამ, რომელმაც ხმა მისცა იმპიჩმენტის წინააღმდეგ, თვალი დახუჭა ყოფილი პრეზიდენტის მიერ ჩადენილ აღმაშფოთებელ დანაშაულზე. მან გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ იქნა ბრალდებული ამბოხების წახალისებაში და არ იქნა დასჯილი იმპიჩმენტით იმ მოწოდებებისა და მოქმედებებისათვის, რომელიც, შუმერის სიტყვებით, წარმოადგენს დანაშაულს.
 
„პრეზიდენტმა ტრამპმა იცრუა, როდესაც განაცხადა, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა და სინამდვილეში ის გახლდათ სრულუფლებიანი გამარჯვებული. მან სათავე დაუდო ამ ტყუილს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მან იცრუა არჩევნების ღამეს და ეს ტყუილი 100-ჯერ გაიმეორა მომდევნო კვირეებში. მან მოუხმო თავის მომხრეებს ვაშინგტონში, თავი მოუყრა მათ, გააგიჟა ისინი და მიუსია კაპიტოლიუმს“-განაცხადა შუმერმა.
დემოკრატების ლიდერის აზრით, არცერთი ზემოაღნიშნული ფაქტი „არ ექვემდებარება განხილვას“, რადგან „ამ ამბებს ხედავდა და უსმენდა ყველა, ამ მოვლენების შუაგულში ცხოვრობდა ყველა“. როგორც შუმერმა აღნიშნა, „ეს იყო ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული პირველი პროცესი, რომელშიც სენატორები არა მხოლოდ მოსამართლეები და ნაფიცი მსაჯულები იყვნენ, არამედ წარმოადგენდნენ კონსტიტუციური დანაშაულის მოწმეებსაც“.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა „გატეხა ფიცი“ და გვიჩვენა „დანაშაულის კლასიკური მაგალითი, რომლის გამოც შეიძლება დამდგარიყო იმპიჩმენტის განაჩენი“, სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობამ გაამართლა ტრამპი. შუმერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ხმა მისცა იმპიჩმენტის საწინააღმდეგოდ, „სამუდამოდ ჩაეწერნენ ისტორიაში ტრამპის გვერდით“, თუმცაღა, აღნიშნავს იგი, „როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ფაქტი, ფინალური კენჭისყრა დონალდ ტრამპის წინააღდეგ ამერიკის საიმპიჩმენტო სასამართლო პროცესების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო.“
მან მადლობა გადაუხადა „რესპუბლიკელ პატრიოტებს“, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დემოკრატების ბრალდებებს და განაცხადა, რომ მათი ხმები უნდა გახდეს „გზავნილი ამერიკელი ხალხისათვის“.
 
მიტჩ მაკკონელი: ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.
 
სენატში რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი აგრეთვე წარსდგა სიტყვით კოლეგების წინაშე. თავის გამოსვლაში მან განმარტა იმპიჩმენტის სასამართლო განხილვის შედეგები. მაკკონელმა არაერთგზის დაგმო სიტყვა და მოქმედება ყოფილი პრეზიდენტისა, რომელმაც თავისი რიტორიკით წააქეზა ამერიკელი მოქალაქეები „თავს დასხმოდნენ საკუთარ მთავრობას და მიემართათ ტერორიზმისათვის, რათა შეეჩერებინათ ის დემოკრატიული პროცესი, რომელიც მათ არ მოსწონთ“. რესპუბლიკელთა ლიდერის თქმით, ტრამპის მომხრეები „ცდილობდნენ მიეკვლიათ წარმომადგენელთა პალატის სპიკერებისათვის და სკანდირებდნენ ვიცე-პრეზიდენტის მოკვლის მოთხოვნებს... რადგან დედამიწის ზურგზე ყოვლისშემძლე კაცმა ისინი ველური ტყუილით გამოკვება მხოლოდ იმიტომ, რომ გააბრაზა არჩევნების წაგებამ“ „ექს-პრეზიდენტის მოქმედებები, რომელიც წინ უძღვოდა ბუნტს, იყო სამარცხვინო“-აღნიშნა სენატორმა, თუმცაღა იქვე დაამატა, რომ დემოკრატებმა ტრამპს ბრალი დადეს ამბოხების წაქეზებაში, რაც „სისხლის სამართლის კონკრეტულ ცნებას წარმოადგენს“. „კონსტიტუცია სენატს ანიჭებს განსაკუთრებულ როლს“ აღნიშნა მაკკონელმა, „ეს არააა ორგანო, რომელიც მოწოდებულია იმისათვის, რომ იმოქმედოს როგორც ნაციის მორალურმა ტრიბუნალმა“.
სენატორის აზრით, ტრამპი კვლავ რომ რჩებოდეს ხელისუფლებაში , მაშინ იგი „ ყურადღებით განიხილავდა ბრალდების მტკიცებულებებს. თუმცაღა „თუ სისხლის სამართლის მკაცრი სტანდარტების მიხედვით განვსჯით, პრეზიდენტის ტრამპის გამოსვლა არ იყო წაქეზება“. ტრამპის საწინააღმდეგოდ წამოყენებულ ბრალდებებს მაკკონელმა „საკამათო“ უწოდა, რადგან კონსტიტუციის მიხედვით ყოფილი პრეზიდენტი არ ექვემდებარება ხელისუფლებისაგან ჩამოშორებას, რაადგან ის უკვე აღარ იმყოფება ხელისუფლებაში.
მიტჩ მაკკონელმა აღნიშნა, რომ იგი უკანასკნელ მომენტამდე იცავდა პრეზიდენტის უფლებას გაესაჩივრებინა არჩევნების შედეგები სასამართლოში. „სასამართლო სისტემამ თქვა თავისი სიტყვა. ამომრჩეველთა კოლეგიამაც მიიღო თავისი გადაწყვეტილება. თავისუფალი სამყაროს ლიდერი კვირეების მანძილზე არ უნდა გაჰყვიროდეს იმის შესახებ, რომ ჩვენს სამშობლოს ეუფლებიან ბნელი ძალები, შემდეგ კი აღარ უნდა გაკვირვებდეს იმ ადამიანების განუსჯელი საქციელი, რომლებიც ამას დაიჯერებენ“-აღნიშნა მაკკონელიმ. მან თქვა, რომ პრეზიდენტმა „თავი ვერ გაართვა თავის მოვალეობას, ვერ უზრუნველყო ფედერალური კანონის აღსრულება და წესრიგის დამყარება“. მაგრამ ეს ყველაფერი სენატს არ აძლევს უფლებას პოსტიდან წასულ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადოს. თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა და შესაძლოა მან გაგრძელება ჰპოვოს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ დავებში.
 
მომზადებულია Voice of America-ის მასალების მიხედვით.
спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати