USD 2.7362
EUR 3.1677
RUB 3.4602
Tbilisi
აშშ-ის სამხედრო დაზვერვა - ჩინეთი სწრაფად აფართოებს და მოდერნიზებას უკეთებს თავის კომერციულ საბორნე ფლოტს სამხედრო მიზნებისთვის
Date:  967
აშშ-ის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი სწრაფად აფართოებს და მოდერნიზებას უკეთებს თავის კომერციულ საბორნე ფლოტს სამხედრო მიზნებისთვის. გემები, რომლებიც თავდაპირველად შექმნილი იყო მგზავრებისა და ტვირთის გადასაზიდად, ახლა უკვე ტანკებისა და ჯავშანტექნიკის გადატანასაც ახერხებს ამფიბიურ ოპერაციებში მონაწილეობის მიზნით.
 
„Five Eyes“-ის სადაზვერვო ალიანსის მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელსვე დაახლოებით 30 სამოქალაქო ბორანი იყო ჩართული ჩინეთის სახალხო არმიის წვრთნებში.
 
პეკინი 2026 წლის ბოლომდე 70-ზე მეტი ახალი გემის აშენებას გეგმავს, რომელთა შენება ახლა აქტიურად მიმდინარეობს.
სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ბორნეები გამოიყენება ახალ სადესანტო ბარჟებთან ერთად, რაც პირდაპირ სანაპიროზე ჯარისა და ტექნიკის გადასხმას უზრუნველყოფს.
 
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შეფასებით, ასეთი ბორნეები კონფლიქტის შემთხვევაში ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად იქცევიან — თუნდაც მათზე სამოქალაქო ეკიპაჟი იმყოფებოდეს.
 
ტაიპეის ხელისუფლების განცხადებით, ბორნეები პეკინის „ჰიბრიდული ზეწოლის“ სტრატეგიის ნაწილია — კიბერთავდასხმებთან და „ნაცრისფერი ზონის“ ტაქტიკებთან ერთად. „სამოქალაქო გემებიც ჩინური ექსპანსიის იარაღია“.
 
ვაშინგტონის ინფორმაციით, სი ძინპინმა მიზნად დაისახა, რომ 2027 წლისთვის ჩინეთის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყოს კუნძულის „გაერთიანებისთვის“. ამ გზაზე მთავარი დაბრკოლება ყოველთვის იყო სანაპიროზე მასობრივი დესანტის შესაძლებლობა. ახლა კი ჩანს, რომ ჩინეთმა ამ პრობლემას გადაწყვეტა მოუძებნა.
 
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი საბორნე ფლოტი, გამოყენებული იქნება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩინეთი მიაღწევს სრულ ბატონობას სანაპირო ზოლზე და საჭირო იქნება, მეტი ძალის გადასხმა, უშუალოდ ტაივანის ტერიტორიაზე.
tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way