USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი - საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისი შექმნილია მმართველი პარტიის და ოპოზიციის ქმედებების გამო
дата:  638

დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო, როგორც ქვეყანა დგას და ეს არის საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ქმედებების გამო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა დისკუსიაზე - სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები და მომავალი ევრაზიული პოლიტიკა - საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოში, რომელიც დიდი ხანია, არის აშშ-ის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში, რომელსაც წვლილი შეაქვს რეგიონულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, იბრძვის ნატო-ს მისიებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი, ნაცვლად იმისა, რომ კავკასიაში შეცვლილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე იყვნენ ფოკუსირებული და ნაცვლად იმისა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობდნენ, პოლიტიკოსებმა პროგრესს შიდაპოლიტიკურ დრამაში მიაღწიეს. ჩვენ გულწრფელად ვუთხარით ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, რომ ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო, როგორც ქვეყანა დგას და ეს არის საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის, ქმედებების გამო,”- აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

მისი თქმით, საქართველოში ნაბიჯები კომპრომისისა და შეთანხმების მისაღწევად ყველა მხარემ უნდა გადადგას.

„თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, პარტიული საკითხების ნაცვლად, რაც საქართველოს პროგრესს აფერხებს და აჩენს კითხვებს პოლიტიკური კულტურისა და ელიტის მიმართ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ისწრაფვოდა ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინგეგრაციისთვის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, თუმცა ახლა პოლიტიკური ლიდერები დემოკრატიული ღირებულებების მოდელირებას არ ახორციელებენ, რაც სერიოზული დიალოგის გასამართად მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. ვფიქრობ, ახლა საქართველოს პოლიტიკური ელიტა სიმართლის მომენტისა და შეკითხვის წინაშე დგას იმასთან დაკავშრებით, თუ საით სურთ მათ ქვეყნის წაყვანა, რაც ხუთი წლის წინ საერთოდ არ იყო ისეთი ინტენსიური სასაუბრო თემა, როგორც ახლა არის.

პირველი სხდომა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გაიმართა, სწორედ საქართველოს საკითხზე გაიმართა და არა ავღანეთზე, ერაყზე ან ტერორიზმზე, არამედ საქართველოს საკითხზე. ეს 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და იყო ომი“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати