USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის
Date:  1038

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოშია, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გამარჯობა! თბილისში ჩამოვედი, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მიმართ მხარდაჭერა დავადასტურო. აშშ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის, სერიოზულად შეშფოთებულია“, - წერს უზრა ზეია X-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way