USD 2.6830
EUR 3.1984
RUB 3.4713
Тбилиси
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს შეხვედრა
дата:  826

საქართველოს საპატრიარქო მაიკ პომპეოსა და პატრიარქის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის განცხადებით, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დაწყებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელმაც, თავის მხრივ, სიხარული გამოხატა უწმინდესთან შეხვედრის გამო.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყრდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და სხვა ოფიციალური პირები.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати