USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს
дата:  534

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს, მათ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

„რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირა. ეს არის ის, რასაც ამ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ვხედავთ : სისტემატური, მიზანმიმართული კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საჰაერო და სარაკეტო დარტყმების გზით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. თავდასხმას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати