USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
აშშ-ის საელჩო ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს
Date:  980

საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასა და ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, ისე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო თვალყურს ადევნებს ღრმად შემაშფოთებელ ახალ ამბებს, რომლებიც უკავშირდება პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფაქტს, 25 მაისს, მინესოტაში. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, მშვიდობიანი პროტესტები და თანმდევი ძალადობა, რასაც ადგილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, მათ შორის, ვაშინგტონში, შეგვახსენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ისწრაფვის და ზოგჯერ წინააღმდეგობებსაც აწყდება რთულ ბრძოლაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებლად, რაც თავისთავად მოიცავს კანონის უზენაესობასა და სამართლიან და თანასწორ მოპყრობას ყველას მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, ცხადია შორსაა სრულყოფისგან.

ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილი არის კიდევ ერთი სულის შემძვრელი შეხსენება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მუდმივი ბრძოლისა ამ იდეალების სრულად დასაცავად. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები: სიტყვის, პრესისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება აქცევს ამერიკას ღია ქვეყნად, რომელიც ესწრაფვის თავისუფლებასა და სამართლიანობას ყველასათვის და უარყოფს ძალადობას, რომელიც არავის და არანაირ ღირებულ მიზანს არ ემსახურება. ჩვენ ვისწრაფვით ამ იდეალების გათავისებისკენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რადგანაც ეს იდეალები ძლიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ არ შევეცდებით დავფაროთ ჩვენი მტკივნეული ბრძოლა, რადგან გვჯერა, რომ გულწრფელი საჯარო დისკუსია დაგვეხმარება გავხდეთ უკეთესი და უფრო ძლიერი. ფუნდამენტური ღირებულებების განმტკიცება არის გზა, რომლის საშუალებითაც სრულად მივაღწევთ თანასწორობას და შევებრძოლებით დისკრიმინაციასა და უსამართლობას. ჩვენ გვამხნევებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოთქმული წუხილი და მხარდაჭერა”, - ნათქვამია განცხადებაში.

economics
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way