USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
აშშ-ის საელჩო - შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში
Date:  596

შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ამით საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით.

„აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way