აშშ-ს საელჩო ქართველ ხალხს აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. სააღდგომომიოცვის ტექსტში საელჩო ჯვრის მონასტრის კონსერვაციის საკითხსაც შეეხო და ცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის მეორე ფაზის პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსის მეორე რაუნდში გადავიდა. შერჩევის შემთხვევაში დაფინანსდება ტაძრის მთლიანი გარე ფასადის კონსერვაციის სამუშაოები, ოთხივე ფასადი და გუმბათის რვავე მხარე, დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრის ფართობი.
„აღდგომის კვირა დღეს აშშ-ის საელჩო თქვენ და თქვენს ოჯახებს გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. გვსურს, ვისარგებლოთ ამ შემთხვევით და გაგიზიაროთ შესანიშნავი სიახლე აშშ-ის დაფინანსებით ჯვრის მონასტრის მიმდინარე კონსერვაციის პროექტთან დაკავშირებით. ჯვრის მონასტრის მეორე ფაზის პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსის მეორე რაუნდში გადავიდა. შერჩევის შემთხვევაში დაფინანსდება ტაძრის მთლიანი გარე ფასადის კონსერვაციის სამუშაოები, ოთხივე ფასადი და გუმბათის რვავე მხარე, დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრის ფართობი. ჯვრის მონასტრის პროექტის მიმდინარე, პირველი ფაზა ფონდმა უკვე $100,000 დოლარით დააფინანსა“,-ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.