USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, გემის შეჯახების შედეგად, ხიდი ჩაინგრა - რამდენიმე ავტომობილი მდინარეში გადავარდა, მაშველები 20-მდე ადამიანს ეძებენ
თარიღი:  604

შშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ფრანცის სკოტ კის სახელობის ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც 2.6 კილომეტრიანი ხიდი მთლიანად დაინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:30 საათზე მოხდა.

ბალტიმორის სახანძრო სამსახურის ცნობით, შეჯახებისა და ნგრევის შედეგად მდინარეში შვიდი ადამიანი და უამრავი მანქანა ჩავარდა.

ბალტიმორის სამაშველო სამსახურის უფროსის, კევინ კატრაითის თქმით, ადგილზე მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები. „ჩვენი მთავარი ამოცანაა ვიპოვოთ ხალხი. ჯერ ძალიან ადრეა იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად“, - აღნიშნა კატრაითმა.

 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის