USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
აშშ-ის მთავრობამ შესაძლოა, კორუფციის გამო, საქართველოს სანქციები დაუწესოს და მისაღები დახმარების 15%-ი შეუჩეროს
Date:  989

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა შესაძლოა პირველი სანქციები დაადოს საქართველოს და ამ შემთხვევაში, 2021 წელს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან მისაღები დახმარების 15% შეუჩერდება.

ამის მიზეზი კი ქვეყანაში არსებული კორუფციული ვითარება შეიძლება იყოს. ამ ცვლილებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რაც  სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 326-გვერდიანი კანონპროექტი, 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტები არის განსაზღვრული. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა, ამასთანავე, არ შემცირდება კორუფციის დონე და განმტკიცდება ანტიკორუფციული რეგულაციები. 


კანონპროექტში წერია:

"დახმარება - 
ამ აქტის მესამე და მეოთხე თავების თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილ იქნას არანაკლებ $132,025,000-ის მოცულობის დახმარება.


სახსრების შეჩერებ
ა - განსაზღვრული დახმარება, არ იქნეს გამოყოფილი, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს მტკიცებულებებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს, რათა:


A) განამყაროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები;

B) ებრძოლოს კორუფციას მთავრობაში, მათ შორის განამტკიცოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა და რეგულაციები;

C) უზრუნველყოს, რომ კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის დაცული იყოს უცხოელი ბიზნესმენების უფლებები, მათი ფინანსური ინტერესები და ინვესტიციები.

გამონაკლისები - დახმარების შეჩერების პარაგრაფით განსაზღვრული შეჩერება არ შეეხოს იმ პროგრამებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის თავისუფლებას უჭერს მხარს. ასევე, მიმართულია გენდერული ძალადობის მსხვერპლთა და მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად,"- ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ შეჩერება შეიძლება არ მოხდეს, თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაადგენს და კომიტეტს განუცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანია აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებისათვის.

შესაბამისად, კანონპროექტის შეჩერებით გათვალისწინებული მუხლით, საქართველოს $19.8 მილიონი დოლარის დახმარების მიღება შეიძლება შეუჩერდეს.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way