საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა შესაძლოა პირველი სანქციები დაადოს საქართველოს და ამ შემთხვევაში, 2021 წელს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან მისაღები დახმარების 15% შეუჩერდება.
ამის მიზეზი კი ქვეყანაში არსებული კორუფციული ვითარება შეიძლება იყოს. ამ ცვლილებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 326-გვერდიანი კანონპროექტით, 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტები არის განსაზღვრული. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა, ამასთანავე, არ შემცირდება კორუფციის დონე და განმტკიცდება ანტიკორუფციული რეგულაციები.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.