USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
Тбилиси
აშშ-ის მთავრობამ კრიპტოვალუტები სრულად უნდა აკრძალოს - ჩარლი მანგერი
дата:  479

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის, Berkshire Hathaway-ს ვიცე-თავმჯდომარე და ლეგენდარული უორენ ბაფეტის უახლოესი ბიზნესპარტნიორი, ჩარლი მანგერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ჩინეთის მაგალითი უნდა გაითვალისწინოს და კრიპტოვალუტები სრულად აკრძალოს.

„კრიპტოაქტივი რეალურად არ არის არც ვალუტა, არც ფასიანი ქაღალდი და არც საქონელი. ეს კაზინოს მსგავსი გემბლინგისთვის შექმნილი თამაშია, რომელშიც წაგების შანსი თითქმის 100%-ია.

ზოგადად, გემბლინგი ყველა სახელმწიფოში მკაცრადაა რეგულირებული ან სულაც აკრძალული, გამონაკლისი არც კრიპტო არ უნდა იყოს. აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა აამოქმედოს ახალი ფედერალური კანონი, რომელიც კრიპტოვალუტების გამოყენებას და ვაჭრობას სრულად აკრძალავს.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერს, სი ძინპინს მადლობას უნდა ვუხდიდეთ, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტები აკრძალა. ჩინეთის ეს შესანიშნავი მაგალითი ამერიკის მთავრობამაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“, - ამბობს 99 წლის ინვესტორი.

ჩარლი მანგერის პოზიციას იზიარებს მისი პარტნიორი, უორენ ბაფეტიც. მისი განცხადებით, კრიპტოვალუტა ყველაზე ცუდი გამოგონებაა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა - ის თაღლითებს არნახულ შესაძლებლობებს აძლევს, მოსახლეობას კი განუზომელი ფინანსური რისკების წინაშე აყენებს.

აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტისა და ჩარლი მანგერის ხელმძღვანელობით Berkshire Hathaway პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 687 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

мир
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

более
голосование
Кстати