USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
აშშ-ის კონგრესმა დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაამტკიცოს
дата:  938

დღეს აშშ-ის კონგრესის სენატი და წარმომადგენელთა პალატა ერთობლივ სხდომას გამართავს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამერიკელი კანონმდებლების პრაქტიკულად ყველა ასეთი სესია ფორმალურ ხასიათს ატარებდა, თუმცა ამჯერად სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვს, კონგრესის ორივე პალატის სხდომას სიმბოლური ხასიათი სულაც არ ექნება. ფაქტობრივად, აღნიშნულ სხდომაზე საბოლოო წერტილი უნდა დაესვას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამებასა და დებატებს იმის თაობაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის ადმინისტრაციას.

15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.

აღსანიშნავია, რომ წარსულში სენატორებისა და კონგრესმენების ერთობლივი სხდომა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმება ხდებოდა, დაახლოებით ნახევარ საათს გასტანდა. გაზეთი The Washington Post-ი ვარაუდობს, რომ ამჯერად კონგრესის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმება 24 საათით შეიძლება გაიწელოს იმის გამო, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები ამა თუ იმ შტატში არჩევნების შედეგების გაპროტესტებას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 6 იანვარს 140 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აშშ-ის კონგრესში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს.

ამასთანავე, კონგრესის ორივე პალატის შეკრების პარალელურად ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. აშშ-ის დედაქალაქში პოლიციასთან ერთად ეროვნული გვარდიის დანაყოფებიცაა მობილიზებული.

მოქმედი პროცედურის თანახმად, კონგრესის წევრები უფლებამოსილნი არიან ამა თუ იმ შტატში არჩევნების შედეგების დამტკიცება გააპროტესტონ. წარმომადგენელთა პალატის ერთმა წევრმა და ერთმა სენატორმა პროტესტი წერილობითი ფორმით უნდა დააფიქსირონ. ამგვარი პროტესტის შემთხვევაში, აშშ-ის კონგრესის ერთობლივი სხდომა შეჩერდება და კონგრესის ორივე პალატა აღნიშნულ საკითხს ცალკე განიხილავს და მას კენჭს უყრის. თუ აშშ-ის კონგრესის ერთი პალატა მაინც არ დაეთანხმება არჩევნების შედეგების გაპროტესტებას, პროტესტი უარყოფილი იქნება.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა „დემოკრატებს“ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების მცდელობა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტონ, უშედეგო აღმოჩნდება.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати