აშშ-ის ფლორიდის შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს. Fox News-ის ინფორმაციით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.
გამოცემის ცნობით, შერიფის ოფისს არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განაცხადა, რომ არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“.
„მილტონს აქვს პოტენციალი იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, - განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა.
ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ წინასწარ განალაგა რესურსები და ასობით პერსონალი.
ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.