USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს
თარიღი:  567

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ესწრებიან ფასილიტატორი ელჩები. „ქართული ოცნების" მხრიდან ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრება, რომელმაც განაცხადა, რომ დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა დათმოს.

„მაშინ მოლაპარაკებას აზრი საერთოდ არ ექნებოდა. მაშინ, ტყუილად არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ, არც „ქართული ოცნება" და არც ელჩები. ამდენად, შეიძლება ვერაფერზე ვერ შევთანხმდეთ და ასე დავიშალოთ და ჩვენ ჩვენს გზას გავუყვეთ, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა პლებისციტის ჩატარების იმედი, ალეკო ელისაშვილის პასუხობს, რომ წინასწარ ვერ ილაპარაკებს.

„ისინი მოდიან თავიანთი წინადადებით, ჩვენ ჩვენი წინადადებით", - განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიციამ „ქართული ოცნებისგან" წერილობით პასუხი მიიღო.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის