USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
აშშ-ის ელჩი ნატო-ში - თურქებმა დაინახეს, ვინ არის მათი სანდო პარტნიორი და ვინ არა
თარიღი:  1223

აშშ-ის ელჩი ნატო-ში კეი ბეილი ჰათჩისონი სირიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, თურქებმა დაინახეს, „ვინ არის მათი სანდო პარტნიორი და ვინ - არა“.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტი ერდოღანი მიხვდება, რომ ჩვენ ვიყავით მათი მოკავშირე წარსულში და ვიქნებით მომავალში. მათ არ უნდა გამოიყენონ S-400-ები“,-აღნიშნა ჰათჩისონმა.

მისივე თქმით, აშშ-ში თურქეთის დახმარების საკითხი განიხილება.

„ეს ნამდვილად განიხილება. ძალიან, ძალიან რთული სიტიაციაა... მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად დავდგეთ რუსეთისა და სირიის რეჟიმის წინააღმდეგ. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი რა გვთხოვეს და რისი მიცემა შეგვიძლია. ეს რთული ვითარებაა და ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ“,-აცხადებს ჰათჩისონი.

ცნობისთვის, წუხელ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შემდეგ მედიის ინფორმაციით, თურქეთისა და სირიის ოპოზიციის ძალები ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ იდლიბის რეგიონის საკვანძო ქალაქებში.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის ცნობით, ანკარა შეტევას სახმელეთო და საჰაერო ტექნიკით ახორციელებს.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის