USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
აშშ-ის ელჩი - გვიყვარს საქართველო და ევროკავშირი, ამიტომ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი, ეს ყველასთვის დიდი დღეა
თარიღი:  804

მინდა მივულოცო ევროკავშირს, იმ გაწეული შრომისთვის, რომლითაც გაფართოების პროცესში მხარი დაუჭირა საქართველოს - ევროკავშირმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა და ძალიან ბევრი იმუშავა, რათა ეს მომხდარიყო ,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგენმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირთან, პრეზიდენტთან, მთავრობასთან და ხალხთან ერთად გააგრძელებს მუშაობს, რათა მოხდეს საქართველოს ხალხის სრული პოტენციალის გამჟღავნება ევროკავშირში წევრობისას.

„დიდი მადლობა, პრეზიდენტო, დიდი მადლობა ელჩო, საქართველო. ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად გიგზავნით ყველზე გულწრფელ და თბილ მოლოცვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს მიღწევა ნამდვილად მნიშვნელოვანია. მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს სტატუსზე, თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა ევროკავშირის მიმართულებით და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

მინდა მივულოცო ევროკავშირს, იმ გაწეული შრომისთვის, რომლითაც გაფართოების პროცესში მხარი დაუჭირა საქართველოს. ევროკავშირმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა და ძალიან ბევრი იმუშავა, რათა ეს მომხდარიყო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირთან, პრეზიდენტთან და მთავრობასთან, ხალხთან ერთად განაგრძობს მუშაობს, რათა მოხდეს საქართველოს ხალხის სრული პოტენციალის გამჟღავნება ევროკავშირში წევრობისას.

პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ქართველებზე, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს სახელმწიფოსთვის. დღეს ვეტერანთა დღეა შეერთებულ შტატებში, როდესაც პატივს მივაგებთ ჩვენს ჯარისკაცებს, საქართველოს ჯარისკაცებმაც გაიღეს მსხვერპლი შეერთებული შტატების მისიებში და ამისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გაზიარებულ ისტორიასა და გაზიარებულ ფასეულობებზე. ჩვენ, ასევე ვსაუბრობთ გაზიარებულ მომავალზე. გვიყვარს საქართველო, ევროკავშირი, ამიტომ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი. ეს ყველასთვის დიდი დღეა, ჩვენთვის, ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის“,-აღნიშნა ელჩმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის