USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
აშშ-ის ელჩი - არ ვეთანხმები ოპოზიციის შემზღუდავ კანონს, იმედია, მიღებამდე გადაიხედება
თარიღი:  1113

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი არ ეთანხმება ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასე უპასუხა მან კითხვას ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ კანონპროექტებზე ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე. 

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტები მიღებამდე გადაიხედება.

"მე არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე.[...]

რაც ახლა უნდა ხდებოდეს, ქართული 30-წლიანი დემოკრატიის კონტექსტში არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, განვითარებული ოპოზიცია. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი უკიდურესად დამაზიანებელი იქნება", - ამბობს დეგნანი გიორგი თარგამაძის ფორმულასთან ინტერვიუში.

რაც შეეხება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, უცხოელი მაღალჩინოსნის თქმით, პოლიტიკური პროცესი "ჩიხში არაა" და საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკური ნება და გამბედაობა სჭირდება.

"არ მგონია, რომ პროცესი ჩიხშია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ 9 პარტია, მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა, მოლაპარაკების მაგიდასთან ზის და ცდილობს, რომ პროცესი წინ წაწიოს. რაც ახლა გვჭირდება, ეს არის პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გამბედაობა, რათა გადაიდგას ნაბიჯი გამოსავლისკენ. იმედი მაქვს, მხარეები ამას შეძლებენ და საქართველოს ინტერესებს, საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ", - აცხადებს ელჩი დეგნანი.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის