USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი - შესაძლოა, აშშ-ში ვირუსი ზამთარში კვლავ დაბრუნდეს
თარიღი:  815
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი მიიჩნევს, რომ ვირუსი აშშ-ში შესაძლოა, ზამთარში დაბრუნდეს. ამის შესახებ განაცხადება რობერტ რედფილდმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
 
 
მისი თქმით, დასავლეთ ნახევარსფეროში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მიუთითებს, რომ აშშ-ს მომდევნო თვეებში ინფექციის გავრცელების კონტროლის გამკაცრება მოუწევს, რათა თავიდან აიცილონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მორიგი კრიზისი.
 
„ჩვენ ვნახეთ მტკიცებულება, რაც აჩენს შეშფოთებას, რომ ვირუსი სამხრეთით დაიძვრება და სამხრეთ ნახევარსფეროში გრიპის მსგავსად გავრცელდება. თქვენ ხედავთ, რა ხდება ბრაზილიაში“, – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.
  
„მას შემდეგ, რაც ეპიდემია სამხრეთ ნახევარსფეროში დასრულდება, ვეჭვობ, რომ ვირუსი კვლავ ჩრდილოეთში დაბრუნება“, – განაცხადა რობერტ რედფილდმა.
 
მისივე თქმით, აშშ ვირუსისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.
 
„მარტივმა რესპირატორულმა ვირუსულმა პათოგენმა რეალურად დააჩოქა ჩემი ერი, ეს არის რეალობა და ეს არც ერთი კონკრეტული ადამიანის ბრალი არ არის. ერი ასეთი რამისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა და ეს ათწლეულებია ასეა“, – ამბობს რედფილდი.
 
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია აღრიცხული. გარდაცვლილია 93 000-ზ მეტი ადმიანი.
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის