USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ლიდერები ნავალნის დაკავებას ეხმაურებიან
дата:  324

აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები კრიტიკულად ეხმაურებიან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ალექსეი ნავალნი, რომელიც ნერვული აგენტით მოწამვლისა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ 17 იანვარს გვიან ღამით დაბრუნდა მოსკოვში, აეროპორტშივე დააკავეს. სასამართლო პროცესამდე პერიოდს ის იზოლატორში გაატარებს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. „მასზე გაუგონარ თავდასხმაში დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ“, – დაწერა მან.

მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დააკავონ ნავალნი და ხაზი გაუსვა:

„უაღრესი შეშფოთებით გამოვთქვამთ შენიშვნას, რომ მისი დაკავება არის ბოლო ეპიზოდი ნავალნის, სხვა ოპოზიციონერი ფიგურებისა და რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი დამოუკიდებელი ხმების გაჩუმების მცდელობების სერიაში“.

პომპეომ ასევე განაცხადა, რომ „საკუთარ თავში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს კონკურენტუნარიანი ხმების არ ეშინიათ“.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სერიოზულადაა შეშფოთებული“ ალექსეი ნავალნის დაკავებით: „ამ საშინელი დანაშაულის მსხვერპლის დასჯის ნაცვლად, რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს, თუ როგორ მოხდა ქიმიური იარაღის გამოყენება რუსეთის მიწაზე“.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი „მიუღებელს“ უწოდებს ნავალნის დაუყოვნებლივ დაკავებას მოსკოვის აეროპორტში და ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати