ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინდოეთს შურისძიებით ემუქრება იმ შემთხვევაში თუ ჰიდროქსიქლოროქინის ექსპორტზე შეზღუდვებს დააწესებს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აღნიშნული პრეპარატი დაასახელა „თამაშის შემცვლელად“ კორონავირუსთან ბრძოლაში, ინდოეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით აიკრძალა ზემოხსენებული წამლის გაყიდვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიმდინარე პრეკონფერენციის დროს განაცხადა, რომ მისი პასუხი იქნება გასაოცარი იმ შემთხვევაში, თუ წამლის შესყიდვასთან დაკავშირებით ამერიკის მიერ მოწოდების მოთხოვნაზე ინდოეთი უარით უპასუხებს. ტრამპის თქმით, იგი კვირას ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდის წამლის ტრანსპორტირების საკითხზე. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გაუკვირდება თუ გაიგებს, რომ პრეპარატის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო ინდოეთის მთავრობის მეთაურმა- „ მე მას კვირას დილით ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ძალზე მადლიერი ვიქნებოდი თუ წამლით მოგვამარაგებდა, თუმცა გავოცდები თუ ამაზე ის უარს განაცხადებს, რაზეც რა თქმა უნდა სამაგიეროს გადავუხდით“.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.