USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა ერთობლივ სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ
Date:  

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ინფორმაციით, აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა ზაფხულში ერთობლივი სამხედრო წვრთნის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. 

სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, მინორუ კიჰარამ და სინ ვონ სიკმა შეხვედრა სინგაპურში, შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების სამიტის პარალელურად გამართეს.

მინისტრები "გამოვიდნენ პირობით, რომ სამმხრივ თანამშრომლობას, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კორეის ნახევარკუნძულზე, ინდოეთ-წყნარ ოკეანესა და მათ მიღმა კვლავ გააგრძელებენ", - წერია განცხადებაში.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way