USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Тбилиси
აშშ-ი აპირებს 2023 წლისთვის უკრაინისთვის განკუთვნილი ახალი 50 მილიარდი დოლარის დახმარების დამტკიცებას
дата:  522
აშშ-ის კონგრესი აპირებს, მთელი 2023 წლის განმავლობაში, უკრაინისთვის განკუთვნილი ახალი 50 მილიარდი დოლარის დახმარების დამტკიცებას.
 
კონგრესი გეგმავს, ახალი კონგრესის ფიცის დადებამდე,იანვრის თვემდე დაამტკიცოს 2023 წლის დახმარების მსხვილი პაკეტი, რადგან მოახლოებული კონგრესის არჩევნების ფონზე, რომლითაც, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებს რესპუბლიკური პარტია (სენატი დემოკრატები), რომელთა გარკვეული ლიდერების განცხადებებით, გეგმავენ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მკვეთრად შემცირებას.
 
სწორედ ამიტომ, დღევანდელი კონგრესი გეგმავს, ახალი კონგრესის არჩევამდე დაამტკიცოს მომავალი წლის უკრაინისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება
экономика
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

более
голосование
Кстати