USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
აშშ გრიგალმა "ჰელენემ" კატასტროფულად დააზარალა, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
Date:  883
ამ დღეებში გრიგალმა "ჰელენმა" ამერიკა ძალიან დააზარალა. - დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, ასობით უგზო-უკვოდ არიან დაკარგულნი. ზარალი 100 მილიარდ დოლარზე მეტს შედაგენს.
ეს ბოლო წლების უძლიერესი სტიქიური უბედურებაა ქარიშხალ "კატრინას" შემდეგ, რომლის შედეგად 2005 წელს, როცა 1800-მდე ადამიანი დაიღუპა.
უბედურების ზონაში (ფლორიდა, ჯორჯია, სამხრ. და ჩრდ. კაროლინა, ვირჯინია) ჩავიდნენ ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპი, კამალა ჰარისი.
დაზარალებულ შტატებში უკვე გაიგზავნა ფედერალური დახმარება - გამზადებული საკვების 8,8 მილიონი ულუფა, 74, მილიონი ლიტრი სასმელი წყალი, 159 მძლავრი გენერატორი და 220 კარავი. მოქალაქეებს გადაეცათ აგრეთვე ასობით მილიონი დოლარი.
როგორც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელმა ალეხანდრო მაიორკასმა განაცხადა, თუ უახლოეს თვეებში კიდევ რაიმე მსგავსი გრიგალი განმეორდება, ფედერალური ხელისუფლებას დახმარების გაწევა გაუჭირდება, რადგან რეზერვები სამყოფი არ არის.
არადა, ატლანტის ოკეანეში გრიგალთა სეზონი ნოემბრის ბოლომდე გრძელდება. ამჟამად ამერიკას კიდევ ორი ქარიშხალი ემუქრება, რომელთა ძალა ჯერ გამოთვლილი არ არის.
მეცნიერ-კლიმატოლოგთა აზრით, გრიგალთა გახშირება და მათი სიმძლავრის ზრდა პლანეტაზე გლობალური დათბობით არის გამოწვეული.
society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way