USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
აშშ-დან იმპორტირებული მანქანები საქართველოში გაძვირდება - თიბისი კაპიტალი ტრამპის ტარიფების ეფექტზე
Date:  240

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფი დღეიდან, 5 აპრილიდან ამოქმედდა. თიბისი კაპიტალის მიმოხილვის თანახმად, მოკლევადიან პერსპექტივაში ახალი სატარიფო პოლიტიკა უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე და ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ ტრანზიტულ ტვირთზე. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, ტარიფები ასევე გავლენას იქონიებს აშშ-დან იმპორტირებული მანქანების ფასზეც.

“აშშ საქართველოსთვის მეორადი ავტომობილების იმპორტის მთავარი წყაროა. ტარიფები შეზღუდავს ავტომობილების მიწოდებას აშშ-ში, შედეგად, მაღალი ალბათობით, მოკლევადიან პერიოდში, გაიზრდება ფასი აშშ-ში წარმოებულ ახალ მანქანებზე. ფასის ზრდა გადაეცემა მეორად მანქანებსაც. ეს კი გაზრდის აშშ-დან იმპორტირებული მანქანების ფასს საქართველოში”, - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

თუმცა, თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი და არაპირდაპირი ეფექტების - ეკონომიკურ ზრდაზე, სხვადასხვა ქვეყანასთან ვაჭრობაზე, ინფლაციაზე, გაცვლით კურსზე - გავლენის შესაფასებლად, საჭიროა ტარიფების აღსრულებაზე მეტი ინფორმაცია და პარტნიორი ქვეყნების საპასუხო ნაბიჯების დალოდება.

“ერთი რამ ცხადია: ტარიფების შედეგად ბევრ ქვეყანას ურთულდება წვდომა აშშ-ის ბაზარზე. რაც არაერთ ეკონომიკას აყენებს გამოწვევის წინაშე. შესაძლოა, აშშ-ში ექსპორტიორმა ქვეყნებმა სხვა ბაზრებით, მათ შორის საქართველოთი, სცადონ ამერიკის ნაწილობრივად ჩანაცვლება. სავარაუდოდ, უმეტესად ეს ტენდენცია ამერიკის მთავარ საიმპორტო პროდუქტებს, ავტომობილებს, მანქანა-დანადგარებს და ელექტრონულ ტექნიკას. თიბისი კაპიტალი ტრადიციულად დააკვირდება მოვლენების განვითარებას და შემოგთავაზებთ განახლებებს”, - წერია თიბისი კაპიტალის კვლევაში, რომელიც სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ცნობისთვის, საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემების თანახმად, აშშ საქართველოსთვის მსუბუქი მანქანების მთავარი საიმპორტო ქვეყანაა. 2024 წელს საქართველოში აშშ-დან 1,9 მლრდ აშშ დოლარის 153,228 ცალი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. 2023 წელსაც დაახლოებით იმავე ღირებულების 155,624 მანქანა შემოვიყვანეთ. ავტომობილების იმპორტში მეორე ადგილს გერმანია, მესამეს კი - იაპონია იკავებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტირებული მანქანების დიდი ნაწილი რეექსპორტზე გადის. ამ მხრივ კი პირველ ადგილს ბოლო პერიოდში ყირგიზეთი იკავებს.

წყარო:https://bm.ge/

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way