USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Tbilisi
აშშ და ევროკავშირი „ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ
Date:  2736

სავაჭრო ხელშეკრულება სამართლიანი, დაბალანსებული და ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთგულებას ადასტურებს, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ ერთობლივი განცხადების“ ტექსტშიანათქვამი.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოხარული არიან განაცხადონ, რომ ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს“, - ნათქვამია ტექსტში.

შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ და ევროკავშირი „ამ ჩარჩო ხელშეკრულებას განიხილავენ, როგორც პირველ ნაბიჯს პროცესში, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაფართოვდეს და დამატებითი სფეროები მოიცვას“.

შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი აპირებს გააუქმოს ტარიფები აშშ-ის ინდუსტრიულ პროდუქტებზე და ბაზარზე წვდომისას პრიორიტეტი მიანიჭოს აშშ-ის ზღვის პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მრავალ სახეობას.

შეთანხმების ფარგლებში, აშშ ვალდებულებას იღებს, რომ ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის უმეტესობაზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს.

შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი გეგმავს, რომ აშშ-დან სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობის შესყიდვები გაზარდოს.

„ეს ვალდებულება ასახავს საერთო სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსატლანტიკური თავდაცვითი ინდუსტრიული თანამშრომლობის გაღრმავებას, ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ევროპელი მოკავშირეები ყველაზე მოწინავე და საიმედო თავდაცვის ტექნოლოგიებით იყვნენ აღჭურვილნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

World
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way