USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
აშშ ავღანეთის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს - მიზეზი ამერიკელი ოფიცრების მკვლელობა გახდა
თარიღი:  784

თეთრი სახლი ავღანეთის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს და ქვეყანაში მცხოვრები ავღანური წარმოშობის ყველა იმიგრანტის ხელახალ შემოწმებას იწყებს. როგორც ირკვევა, საუბარია არამარტო ლეგალური სტატუსის მიღების პროცესების შეჩერებაზე, ასევე შესაძლო დეპორტაციაზე, თუ დადგინდა, რომ გამოვლენილი პირები ქვეყანაში ყოველგვარი სამართლებრივი სტატუსის გარეშე ცხოვრობენ.

გადაწყვეტილებას წინ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ორი ოფიცრის მკვლელობა უძღოდა. საუბარია ოთხშაბათს მომხდარ ფაქტზე, როცა ავღანელმა იმიგრანტმა დედაქალაქში პატრულირებისთვის გამოსულ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, აღნიშნული პირი უკვე დაკავებულია და ის კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება, “თუ იქამდე მიღებული ჭრილობები არ დაასრულებს მას”.

როგორც პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვისას განმარტა, 29 წლის რამანულა ლაკანვალი ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდა და ის 2021 წელს, ავღანეთიდან გამოფრენილ ერთ-ერთ ბოლო ამერიკულ რეისს გამოჰყვა. შტატების ლიდერმა მომხდარში ექსპრეზიდენტ ბაიდენის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, რომ არა მისი წინამორბედის “უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები”, ჯარისკაცები ახლა ცოცხლები იქნებოდნენ. სამხედროების ჩაცხრილვის საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა დედაქალაქში დამატებით 500 სამხედროს გადასროლა დააანონსა და აღნიშნა, რომ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის