USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
აშშ: CDC-ს დირექტორის თქმით, კორონავირუსის ზამთრის ტალღა, შესაძლოა, უფრო მძიმე იყოს
Date:  629

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, რობერტ რედფილდის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა, შესაძლოა, ზამთარში გრიპთან ერთად დაიწყოს, რაც ბევრად მასშტაბურ კრიზისს გამოიწვევს.

"არსებობს შანსი, რომ ვირუსის მეორე ტალღა აშშ-სთვის იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ის ამჟამად არის. ჩვენ გრიპისა და კორონავირუსის ეპიდემიები ერთდროულად დაგვატყდება თავს", — აცხადებს CDC-ის ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი.

აღსანიშნავია, რომ გრიპის წინააღმდეგ პრეპარატები არსებობს, მაგრამ კორონავირუსის სამკურნალოდ დამტკიცებული მედიკამენტი ან ვაქცინა — არა. გასულ წელს გრიპმა აშშ-ში 35,5 მილიონი ადამიანი დააავადა, 34 200 კი იმსხვერპლა. გრიპისა და კორონავირუსის ერთდროული აფეთქება საავადმყოფოების გადავსებას გამოიწვევს.

თეთრი სახლის კორონავირუსის კომისიის კოორდინატორის, დოქტორ დებორა ბირქსის განცხადებით, მათ ზუსტად არ იციან, რამდენად უარესი იქნება ვირუსის მეორე ტალღა.

"დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ძალიან ცუდი იქნება. მჯერა, რომ ჩვენი მეთვალყურეებისგან ადრეულ გამაფრთხილებელ სიგნალებს მივიღებთ", — განაცხადა დებორამ.

რედფილდმა შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ შემდეგი ფაზისთვის მოემზადონ და განაგრძონ სოციალური დისტანციის დაცვა და ტესტირებები. მან ასევე პრევენციული კამპანიის საჭიროების შესახებაც განაცხადა და გრიპის ვაქცინის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

"გრიპის ვაქცინა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს შეამცირებს და კორონავირუსით ინფიცირებულთათვის მეტი რესურსი დარჩება", — განაცხადა რედფილდმა.

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way