USD 2.6769
EUR 3.1566
RUB 3.4878
თბილისი
Washington Post-ი: „ტრამპი მზადაა ირანის წინააღმდეგ გაფართოებული სამხედრო იერიშის დასაწყებად.“
თარიღი:  100
Washington Post-ის ინფორმაციით, „ტრამპი მზადაა ირანის წინააღმდეგ გაფართოებული სამხედრო იერიშის დასაწყებად.“
 
რეგიონული მოკავშირეები — საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები — უპირატესობას ანიჭებენ შეზღუდულ ოპერაციას და არა ხანგრძლივ, ფართომასშტაბიან შეტევას.
 
ცნობილი ხდება ისიც, რომ შესაძლოა ტრამპმა თავდაპირველად შეზღუდული დარტყმების ბრძანება გასცეს, რათა ირანი ამ გზით აიძულოს შეთანხმებაზე.
საზოგადოება
გიორგი კობერიძე - არსებობს ასეთი ცნება - "ახალი ამბებით გამოფიტვა" (News fatigue), რაც საზოგადოების მხრიდან მოვლენებზე რეაქციის დაქვეითებაში ან ადეკვატური პასუხის სრულ უუნარობაში გამოიხატება
არსებობს ასეთი ცნება - "ახალი ამბებით გამოფიტვა" (News fatigue), რაც საზოგადოების მხრიდან მოვლენებზე რეაქციის დაქვეითებაში ან ადეკვატური პასუხის სრულ უუნარობაში გამოიხატება. ანუ, როცა ყველაფერი შოკისმომგვრელია, შოკისმომგვრელი აღარაფერია. ბოლო 25 წელიწადში მსოფლიომ იმდენი რამ გამოიარა, იმდენი საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაციით დაიბომბა, რომ ახლა ყველაზე მძიმე მოვლენაზეც კი რეაქცია, ხშირ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერით ან მეგობრების ვიწრო წრეში განხილვით შემოიფარგლება. ანუ ეჩვევი ამ ყველაფერს და აღარ გიკივირს.
 
ამის საუკეთესო მაგალითი უკრაინის ომშიც გამოიხატა - აღარავის უკვირს შუა ევროპაში ქვეყნის დედაქალქის დაბომბვა იქნება თუ ბავშვების სიკვდილი. ჩვენთანაც ასე მოხდა. მე კარგად მახსოვს საოკუპაციო ძალები ხალხს რომ იტაცებდნენ ან შუა ქვეყანაში საზღვრებს ავლებდნენ რამხელა რეაქცია ჰქონდა ხალხს ამაზე. ახლა საზოგადოების დიდ ნაწილს შეჩვევად ექცა.
 
და მსოფლიოშიც ასეა. სენსაციონისტებსაც კი აღარ უკვირთ არაფერი და მათაც დაუქვეითდათ რეაქცია: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ობამამ თქვა, მე არ მინახავს, მაგრამ მჯერა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენო. ტრამპსაც და რუბიოსაც აქვთ მსგავსი განცხადებები ახლო წარსულში გაკეთებული, თუმცა გუშინ ტრამპმა ობამას ამ სიტყვებს "საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება" უწოდა. ეს არ არის ყველაფერი - მოგვიანებით, რამდენიმე საათის წინ მან განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანს უკვე მისცა ბრძანება, ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს. და რა ხდება ამ დროს? ამ ყველაფერზე საერთაშორისო მედიისა და მოსახლეობის რეაქცია თითქმის ნულს უტოლდება, ან თუ რაიმე საინტერესო გამჟღავნდა, აღფრთოვანებამ, მაქსიმუმ, რამდენიმე დღე გაძლოს.
 
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის