USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
Washington Post-ი - საქართველო სიმშვიდის კუნძულია
თარიღი:  739

„ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ მიღწეულ ადრეულ წარმატებას აკვირდება“, - Washington Post-ი თავის სტატიაში კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად საქართველოს ასახელებს.

სტატიის თანახმად, ისეთი ძლიერი და დიდი სახელმწიფოები, როგორებიც აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან, პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა.

სტატიაში სახელწოდებით : „როდესაც საქმე კორონავირუსის საპასუხო ქმედებას ეხება, ზესახელმწიფოებს, შესაძლოა უფრო მცირე ერების შესწავლა დასჭირდეთ“ - საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას აკვირდება.

„კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო იერარქია ამოატრიალა. მსოფლიოს სამ უძლიერეს სახელმწიფოში - აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთში პანდემია ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. ჩინეთი თავდაცვის პოზიციაშია, ვინაიდან მეტოქეები მას გამჭირვალობის დეფიციტში ადანაშაულებენ. თუმცა, ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ მიღწეულ ადრეულ წარმატებებს აკვირდება,“ - აღნიშნულია სტატიაში.

„მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია. ქვეყანას, სადაც 3.75 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 700-ზე ნაკლები დადასტურებული შემთხვევა და მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს. რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შექებაც დაიმსახურა,“- წერს Washington Post-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული დროულმა ზომებმა, მათ შორის აეროპორტებში ტემპერატურის სკრინინგის იანვრის ბოლოს დაწყებამ და საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების დროულად დაწესებამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერებას შეუწყო ხელი.

„ინფექციის გავრცელების ტემპის შენელებისა და საქართველოს ტურიზმისთვის ხელახალი გახსნის სამომავლო გეგმების ფონზე, აშშ-ში ქვეყნის ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისი ოფისი დაინტერესებული ამერიკელებისგან ბიზნეს და სამოგზაურო მოთხოვნებს იღებს,“- აღნიშნულია სტატიაში.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის