USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
Тбилиси
არტემ ერქომაიშვილის მიერ საკუთარი გასვენებისთვის ჩაწერილი გურული ზარის აღმოჩენის ისტორია
дата:  2210

არტემ ერქომაიშვილის უნიკალურ ჩანაწერს , სულ ახლახანს, ანსამბლ " ადილეის" წევრი, ფოლკლორის ცენტრის არქივარიუსი სანდრო ნათაძე, შეიძლება ითქვას, ბედნიერი შემთხვევითობის შედეგად გადააწყდა.

მან ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, ეროვნულ არქივში ეთნომუსიკოლოგ კახი როსებაშვილის მასალებში, სოფელ მაკვანეთში ექსპედიციისას გაკეთებულ ჩანაწერებს მიაგნო .

"ვხედავ წერია „ოზურგეთის მაზრა. სოფ. მაკვანეთი - 1966 წელი.“ კლასგარეშედ დამაინტერესა მაკვანეთში რა ჰქონდა ჩაწერილი კახის, გავყევი და აღწერა - „არტემ ერქომაიშვილი 3 ხმა“, „აღდგომის და მიცვალებულის საგალობლები“. ცოტა მოვიფშვნიტე თვალები, ვიცოდი, რომ 1966 წელს ჩაწერილი აღდგომის საგალობლები, არტემისგან ჩაწერილი, კახის გადატანილი ჰქონდა ნოტებზე და გამოიცა კიდეც, თუმცა ამის აუდიო ჩანაწერები თუ არსებობდა არ ვიცოდი." - ყვება სანდრო ნათაძე და ანზორ ერქომაიშვილის მონათხრობს იხსენებს, თუ როგორ ჩაწერა მისმა მარტოდ დარჩენილმა ბაბუამ, არტემ ერქომაიშვილმა, სამგლოვიარო საგალობლები, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ჰანგების მცოდნე კაცი აღარავინ აღარ იყო და არ უნდოდა მის დაკრძალვას იმ ჰანგების გარეშე ჩაევლო, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირა, ამიტომ ადგა და ორი მაგნიტოფონის საშუალებით ჩაწერა სამგლოვიარო წესის საგალობლები საკუთარი გასვენებისთვის! როგორც ანზორ ერქომაიშვილი იხსენებდა , ამ ჩანაწერების გაკეთების შემდეგ, ერთ წელიწადში, 1967 წელს არტემიც გარდაიცვალა და არტემის მიერ შესრულებული საგალობლები მისსავე გასვენებაში აუჟღერებიათ.

წლების შემდეგ, ანზორ ერქომაიშვილს მოუძიებია სახლში ეს ბაბინა და ჩამოუტანია თბილისში, მიშა კილოსანიძესთან გასაციფრებლად. იმ დღეებში ორივე ერთად საზღვარგარეთ მიდიოდნენ, ამიტომ შეუნახავთ ეს ბაბინა, რომ ჩამოსვლისთანავე გაეციფრებინათ. ჩამოსულებს კი ადგილზე აღარ დახვედრიათ. ეს ჩანაწერი უკვალოდ დაიკარგა. სანდრო ნათაძე რამდენიმე წლის წინ მიშა კილოსანიძესაც დაუკავშირდა, თუმცა უშედეგოდ, ჩანაწერების კვალი გაქრა.

ურულ-აჭარული გუნდი ა. ერქომაიშვილისა და ვ. სიმონიშვილის  ხელმძღვანელობით - 1917-18 წელი

ყველაფერი კი თავიდან მაშინ დაიწყო, როდესაც სანდრომ ეროვნულ არქივში ეთნომუსიკოლოგ კახა როსებაშვილის კატალოგს მიაგნო. სანდრო ნათაძე : " ერთადერთი რაც თავში აზრად მომდის, არის ის, რომ სწორედ ესაა ის ჩანაწერები, რაც დღემდე დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდი იყო, რასაც ვერაფრით ვერ ვამტკიცებდი. ჩანაწერები ადგილზე მოვისმინე, რა თქმა უნდა , იყო განცვიფრება და ამ განცვიფრების ფონზე გამოვედი ერ. არქივიდან, პირველი ვისაც დავურეკე იყო Ilia Jgharkava, რომელსაც სულ სხვა დამოკიდებულება აქვს არტემთან . ასევე, მას კოლოსალური სამუშაო აქვს ჩატარებული მის ჩანაწერებზე, ბოლო-ბოლო მარტოდთქმული მარგალიტები Pearls of Georgian Chant-ის ავტორია .

ჩემი თეორია კი, რომლის მიხედვითაც კახიმ ჩაწერა ეს საგალობლები მაკვანეთში, შემდეგ არტემის თხოვნით სამგლოვიარო საგალობლები გადაუწერა ცალკე ბაბინაზე, რომელიც ან დაუტოვა, ან გაუგზავნა და სწორედ ის, დატოვებული ასლია დაკარგული, ორიგინალი კი აქ იყო ერ. არქივიში, ილიამ თან გაიზიარა ეს აზრი, თან სკეპტიკურადაც შეხედა და დაუშვა, რომ შესაძლებელია ის კიდევ სხვა ჩანაწერები იყო. ასევე, ერთ-ერთი პირველი ვისაც ეს ამბავი გავუზიარე იყო Brian Fairley რომლის სადისერტაციო ნაშრომის თემა იყო მრავალ არხზე ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერები. ბრაიანი ძალიან იყო დაინტერესებული არტემის ამ „დაკარგული“ ჩანაწერებით, ამ თემაზე ერთი საინტერესო სტატიაც აქვს დაწერილი. ვიცოდი გაუხარდებოდა და დავურეკე. მოლოდინი გამართლდა.

იქვე ვუთხარი რასაც ვფიქრობდი, ამ ჩაწერების ისტორიაზე, ბრაიანი დაფიქრდა რამდენიმე წამით და მეუბნება - „მართალი ხარ, სანდრო!“ და მიგზავნის ხელოვნების სასახლის არქივში ნანახ წერილს, რომელსაც კახი როსებაშვილი წერს არტემ ერქომაიშვილს:

„გამარჯობათ არტემ ბაბუ! მოგიკითხავთ დიდი პატივისცემით. იმედია კარგად იქნებით. გიგზავნით საგალობლების ჩანაწერს, იმ საგალობლებისას, რომლებიც თქვენ გინდოდათ. თუ ჩანაწერის ხარისხი არ მოგეწონოთ მე ნუ დამაბრალებთ და ნუ დამემდურებით, რადგან ჩვენ რომ ვწერდით ის აპარატურა არ იყო მაღალხარისხოვანი და უკეთესი ჩანაწერის გაკეთება ვერ მოხერხდებოდა, თუმცა ბევრს ვეცადე გამეუმჯობესებინა. თითქოს უკეთესი გამოვიდა, მაგრამ არ ვიცი თქვენ როგორ მოგეწონებათ.“

ასე აღმოაჩინა სანდრო ნათაძემ იმ გურული ზარის აუდიოჩანაწერი, რომელიც არტემმა საკუთარი გასვენებისთვის ჩაწერა.

კახი როსებაშვილის წერილი კი არტემის მიმართ ასე სრულდება : „იმედია მოსასმენად გამოდგება“ ეს უნიკალური საარქივო მასალა ახლა ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ჩანაწერი - https://soundcloud.com/

ფოლკლორის ცენტრი

• Folklore Centre

#არტემერქომაიშვილი

#თამარმამალაძე

#ორისიტყვახალხურსიმღერაზე

мир
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати