USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
თბილისი
არსენ გულუა ხაბუმეს სკოლის დაფუძნების შესახებ - chkhorotsku.ge
თარიღი:  1441

წერილი მერი ( კეკე) არსენის ასულმა გულუამ მოგვაწოდა. სტილი დაცულია

დაწერილია მამაჩემის, არსენ ესტატეს ძე გულუას მიერ,რომელიც 1930 წლიდან, ნახევარ საუკუნეზე

მეტ ხანს იყო ხაბუმის საშუალო სკოლის პედაგოგი და პირნათლად ემასახურებოდა მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს.

   სანამ უშუალოდ სკოლის დაარსების ისტორიას გავეცნობით, მოკლედ განვიხილოთ თვით სოფელ ხაბუმის დაარსების ისტორია.

ჟურნალისტი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი და მწერალი,  ბატონი მამანტი კვირტია, ტოპონიმების განხილვისას, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეზე წერს, რომ ხაბუმე, როგორც ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული,       მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იხსენიება, მას შემდეგ, როცა აქ, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის  უმცროსმა ძმამ- კონსტანტინემ  (წიწა)მ საზაფხულო სასახლე ააგო, მას ექიმებმა ურჩიეს, რომ მდინარისა და მთის შეზავებული ჰაერი მეტად სასარგებლო იყო ჯანმრთელობისათვის და მანაც შეარჩია საუცხოო ადგილი და ააგო სამსართულიანი მშვენიერი სასახლე (დოხორე). ხოლო ჩხოროწყუ-მუხურის შარა-გზა გაჭრა ნაჯაგუს (დღევანდელი მოიდანახე) ხევისთავმა, ილიკო დადიანმა.  

კონსტანტინე დადიანი

გზის გაჭრის საჭიროება გამოიწვია ლუგელას ხეობაში საექსპორტო ბზის ხის დამზადებამ, რომელიც ფოთის ნავსადგურიდან თურქეთს იგზავნებოდა. წიწას სასახლის მშენებლობამ მრავალი მუშახელი ხელოსანი მიიზიდა ამ ადგილისაკენ, რომელიც მაშინ უკაცური იყო, დაფარული მურყანისა და ხემყრალას ტყით. დადიანი მუშებსა და ხელოსნებს უნაწილებდა ამ ადგილებს და ხელს უწყობდა მათ დასახლებაში. ჭოღელი გიგო ცქვიტაიასა და შარდენ შენგელიას შთამომავალნი იმ დროისთვის პირველ ვაჭრებად და ხელოსნებად ითვლებოდნენ.

ილია დადიანი

 

მანამდე, დღევანდელი ხაბუმის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ნაჯაგუს (მოიდანახეს) ხევს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთი ნაწილი ჭოღაზე (ჟუღუ) იყო მიწერილი . დასავლეთით-ჯუმითი ცალკე სოფლად ითვლებოდა, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი მუხურში შედიოდა.

ახლა კი გავეცნოთ სკოლისა და ტექნიკუმის ხაბუმეში დაარსების ისტორიას.

ჩვენი დროის მოსახლეობისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ 1930-იან წლებამდე მოსახლეობის 80%-ზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. სოფელში ერთეული პირები კითხულობდნენ გაზეთს, რომელიც უშუალო მისამართით ეგზავნებოდა მკითხველს.

ხაბუმეში პირველი სკოლა დაარსებულია 1919 წელს, რომელიც წარმოადგენდა უფრო სკოლის ჩანასახს.

ამ სკოლას მეც მოვსწრებივარ. სოფლის ცენტრიდან 200-დე მეტრის დაშორებით, სადაც ახლა სასაფლაოა, იდგა პატარა ქოხი, აქ 10-15 ბავშვი სწავლობდა წერა-კითხვას. შემდეგ, ოციანი წლების დასაწყისში, გაიხსნა დაწყებითი სკოლა, რომელიც შენობის უქონლობის გამო, მოთავსებული იყო კოსტა შენგელიას სახლში, რომლის გამგე იყო კიევის უნივერსიტეტ დამთავრებული სამსონ გიგოს ძე გახარია. ამ სკოლის როლი ძალიან შეზღუდული იყო. იგი მალე გაქრა.

კონსტანტინე შენგელია მეუღლესთან ერთად

არსებობდა აგრეთვე ჯუმითის ორკლასიანი სამრევლო სკოლა, VI სასწავლო კურსით, მაგრამ მოსწავლეთა რაოდენობა ამ სასწავლებელშიც მცირე იყო.

1923 წელს, სოფლის აქტივის – პეტრე გულუას,მელიტონ ჩიქოვანის და ანტონ საბახტარაშვილის

თაოსნობით, სოფელ ხაბუმეში მოვლინებულ იქნა საქართველოს სახალხო კომისარიატის კომისია, რომელმაც მიზანშეწონილად სცნო ხაბუმეში სკოლის გახსნა. სკოლისათვის მატერილაური ბაზა, უპირველესად, სასკოლო შენობის გამონახვა სოფლად შეუძლებელი იყო.

ამ დროს ხაბუმეში იყო დადიანების სასახლე (დოხორე), სამსართულიანი შენობა, არაჩვეულებრივად ლამაზი ნაგები.

დადიანების სახლი

პირველი სართული ქვისგან იყო ნაგები, მეორე და მესამე სართული აშენებული იყო უთხოვარის ხისგან დამზადებული მასალით, ამასთან ოთახები მოპირკეთებული იყო საფრანგეთიდან ჩამოტანილი საუცხოო ფილებით. დაახლოებით 40სმ x 50სმ ზომის რომბისებური ფილებით. სასახლეს ჰქონდა არაჩვეულებრივად მოჩუქურთმებული მაღალი კარები. სამივე სართულის ყველა ოთახს ჰქონდა ბუხარი. ეს სასახლე 4 ჰექტარი მიწით , საუცხოო ხეხილი ბაღითა და ბუნებრივი წყაროთი, მისმა უკანასკნელმა პატრონმა, ილია დადიანმა, დიდი სიყვარულით, გადასცა სოფელს სკოლისათვის. სწორედ, ამან განაპირობა ხაბუმეში სკოლის გახსნა, როემლიც იყო პირველი სკოლა ზემო სამეგრელოში. ხაბუმელებმაც იყოჩაღეს და ადგილობრივი ძალებით სკოლისათვის დაამზადეს დგამ-ავეჯი. ამ სკოლაში სწავლობდნენ ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, ზუგდიდისა და სენაკის ახლომდებარე სოფლების მშრომელთა შვილები.

კარგი რამ იყო სკოლის კარ-მიდამო. 4 ჰექტრამდე მიწა, საუკუნოვანი კაკლის ხეები, მაგნოლიები, ბუნებრივი წყარო, რომლის პირას იდგა საუკონოვანი ჭადრის ხე, ხეხილის საუცხოო ბაღი, გაშენებული ნახევარ ჰექტარამდე ტერიტორიაზე,სადაც მაქერობიდან დაწყებული დეკემბრამდე გამოულეველი იყო მსხალი. აქ ხარობდა მსხლის თითქმის ყველა ჯიშის ხე, იყო საფრანგეთიდან ჩამოტანილი იშვიათი ჯიშის მსხლის ხეებიც. ამ ბაღით სარგებლობდნენ არა მარტო სკოლის მოსწავლეები, არამედ ახლო მცხოვრები მოსახლეობაც. ყველაფერი ეს ილია დადიანმა გადასცა სოფელს, თვითონ ამ შენობაში  მას ჰქონდა მესამე სართულზე ორი ოთახი და იქ ცხოვრობდა.

სასახლეს აღმოსავლეთით გადის მთავარი გზატკეცილი, დასავლეთით-მდინარე ხობისწყალი. შემდეგ მოსწავლეებმა დარგეს წიწვოვანი ხეები და სკოლის ეზო წალკოტად იქცა.

სკოლის პირველ დირექტორად დაინიშნა სკოლის შენობის პატრონი, პეტერბურგის უნივერსიტეტ დამთავრებული, დიდად განვითარებული და თავის სოფელზე უზომიდ შეყვარებული პიროვნება – ილია დადიანი. დირექტორის მოადგილეებად მუშაობდნენ ლავრენტი ფირცხელავა ჩხოროწყუდან, ალექსანდრე ქირია ზუგდიდიდან.

1927 წლიდან ხაბუმის საშუალო სკოლას ჰქონდა აგრონომიული განხრა. სპეციალური საგნების სწავლებას ხელმძღვანელობდა ჩვენი რაიონის საამაყო ადამიანი, ქუთაისის სასოფლო – სამეურნეო ტექნიკუმის კურსდამთავრებული, შემდეგში ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, იშვიათი ენერგიის მქონე, შესანიშნავი პედაგოგი  ფ ი ლ ი პ ე   მ ა მ ფ ო რ ი ა.

სკოლა არა მარტო საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდებს ამზადებდა, არამედ სკოლის პედკოლექტივი და უფროსი კლასის მოსწავლეები დიდ მუშაობას ეწეოდნენ სოფლად წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციისა და კულტურის სხვადასხვა დარგების აღმავლობის საქმეში.

ხაბუმის საშუალო სკოლის დირექტორები იყვნენ:

  • ილია დადიანი
  • სანდრო დადიანი
  • დავით მაჭავარიანი
  • კაპიტონ შენგელია
  • გრიგოლ თოდუა
  • შალვა ბერულავა
  • არსენ გულუა
  • ლავრენტი ფირცხელავა
  • ალექსანდერ ქირია
  • არსენ ვეკუა
  • დათიკო გულუა
  • მაქსიმე ჯალაღონია
  • ნადია ჯანელიძე
  • კალისტრატე ჯალაღონია
  • ილია ახალაია
  • ალიოშა ბერაძე
  • მელიტონ ვეკუა
  • სარდიონ ბებია
  • ბაგრატ ჩალიგავა
  • ლუდა გორდულაძე
  • ვასო ვეკუა

      1926-1928 წლებში ხაბუმის საშუალო სკოლაში, სხვა სკოლიდან მოსული, ჩემი თანაკლასელები ივნენ:

    ჩხოროწყუდან:            ახალაია არსენა

                                           გობეჩია აკაკი

                                           ნაჭყებია იასონი

                                           ესართია ვლადიმერი

                                           ხორავა ვარლამი

                                           პაპასქირი ხარიტონი

   ლესიჭინედან:               სიჭინავა მარინე

ახუთიდან :                    ჯინჯოლავა ბარნაბა

ჭოღა-ნაფიჩხოვოდან:  შენგელია ლენა

                                            ფაცაცია ელპიდე

                                            ჯოხთაბერიძე თამარი

                                            ქობალია ბაგრატი

    მუხურიდან:                გახარია ალქსანდრე

                                           ცირდავა პროკოფი

                                           ცირდავა გიორგი

   ზუმიდან:                      ჩარკვიანი ლუბა

                                           შოგირაძე გიორგი

   წალენჯიხიდან:           ზარქუა ვასო

                                            კაკაჩია ივანე

                                            გედენიძე ბესარიონი

                                            აკობია აკაკი

                                            გეთია ნიკოლოზი

                                            უბილავა თეოფანე

                                            ჩიქობავა მარუსია

                                            ჩიქობავა ქიონია

                                            კვარაცხელია ვალერიანე

                                            კვარაცხელია დუშა

   ყულისკარიდან:            გულუა ვარლამი

   კორცხელიდან:             ქობალია რაჟდენი

   მარტვილიდან:             კენჭაძე შალვა

      ხაბუმის სკოლადამთავრებულები იყვნენ სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები:

  • ვახტანგ ვახანია
  • ვალერიან ქარჩავა
  • აკაკი ქარჩავა – დოცენტი
  • ვლადიმერ გულუა – ქუთაისის პედინსტიტუტის პროფესორი

     ზუგდიდის მაზრის, სოფელ ხაბუმის საშუალო სკოლის ისტორია ნაკლებადაა  ცნობილი მოსახლეობის ფართო ფენებისთვის. ზოგჯერ ჩვენს რაიონულ გაზეთშიც არაზუსტი ინფორმაცია გვხვდება,    გამონაკლისია,        ალ. ქვარცხავას წერილი ,,ნ. ესებუა ხაბუმეში“, რომელშიც  საინტერესოდაა მოცემული ცნობა, სოფელ ხაბუმის საშუალო სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის, ფილიპე მამფორიას, სპორტული გამარჯვების შესახებ, რომლის მოწმე მეც ვიყავი.

    1923-1930 წლებში, ხაბუმის საშუალო სკოლის შესახებ ინფორმაციების ნაკლებობა გამოწვეულია იმით, რომ ამ პერიოდში, ხაბუმის საშუალო სკოლა ექვემდებარებოდა ზუგდიდის მაზრის განათლების განყოფილებას და  საქართველოს სახალსო კომისარიატს. ცხადია ყოველგვარი მასალები იგზავნებოდა აღნიშნულ მისამართებზე, რის გამოც ჩვენთან მწირი ინფორმაციებია.

      დასავლეთ საქართველოში ჩაის კულტურის სწრაფი განვითარებისა და ამ დარგის კადრებზე დიდი მოთხოვნილების შესაბამისად, სოფელ ხაბუმის საშუალო სკოლის ბაზაზე 1930 წელს გაიხსნა ჩაისა და სხვადასხვა სუბტროპიკული კულტურების  სრულიად საკავშირო ტექნიკუმი, რომელსაც ორი დაქვემდებარება ჰქონდა: თბილისში, საკავშირო ტრესტ ,,საქართველო ჩაის“ სამმართველოსთან და მოსკოვის მიწსახკომის სუპტროპიკულ სამმართველოსთან. ეს იყო პირველი ტექნიკუმი ზემო სამეგრელოში. ხაბუმეში გაიხსნა პირველი სკოლა და პირველი ტექნიკუმი. ყოველივე ეს განაპირობა ხაბუმეში მატერიალური ბაზის არსებობამ – ილია დადიანის მიერ სოფლისათვის თავისი კუთვნილი სახლის გადაცემამ.

    ჩაის ნედლეულის სამრეწველო გადამუშავების კადრებზე მოთხოვნილების შესაბამისად, 1941 წლიდან ტექნიკუმს შეეცვალა პროფილი და ეწოდა ,,ჩაის ტექნოლოგიური ტექნიკუმი“, რომელიც ჩაის ტექნოლოგიებს ამზადებდა ფაბრიკებისათვის.

    ხაბუმის ჩაის  ტექნოლოგიური ტექნიკუმის დირექტორად მუშაობდნენ:

  • დავით მაჭავარიანი
  • იაკიმე კარტოზია
  • იოანე ფირცხელავა

   დირექტორის მოადგილედ მუშაობდნენ:

  • გრიგოლ ბებია
  • ანტიფო ჭეჟია
  • არსენ გულუა
  • შოთა ჩხეიძე

გაგაცნობთ ტექნიკუმის პირველი გამოშვების არასრულ სიას:

  • ხუნტუა შალვა
  • უბირია კოსმანი
  • სიჭინავა ეფრემი
  • კაკულია ვარლამი
  • გულუა ვალერიანე
  • ქარჩავა ჟენია
  • შენგელია დოროთე
  • სიჭინავა ირაკლი
  • ჩიქოვანი იროდა
  • შენგელია ნინა
  • ნაჭყებია ანასტასია
  • პაპავა გრიგოლი
  • ცირდავა ვალოდია
  • მოლაშხია ლიდია
  • მოლაშხია ეფრო
  • კვარაცხელია კაპიტონი
  • ლუკავა ვარლამი
  • ქვარცხავა ათანასა.

   1941 წელს ტექნიკუმი ხაბუმიდან გადატანილ იქნა ჩხოროწყუში. 1954 წელს ტექნიკუმი  ჩხოროწყუდან ,, გადაასახლეს“ ქალაქ ზუგდიდში, საიდანაც გადაინაცვლა ინგირის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში. შემდეგ, 1973 წელს, მეორედ შეიცვალა ადგილსამყოფელი და ახალმოსახლეობა იზეიმა ენგურჰესის მშენებლების მიერ სპეციალურად აშენებულ ოთხსართულიან შენობაში, ზუგდიდში სოხუმის ქუჩა №1 და ეწოდა ზუგდიდის პოლიტექნიკური ტექნიკუმი. 1980 წელს ტექნიკუმს, რომლის დირექტორი იყო ღვაწლმოსილი პედაგოგი ვალიკო შონია, მისმა დირექციამ გადაუხადა 50 წლის იუბილე. 1000 ცალი ტირაჟით სპეციალურ საიუბილეო გამოცემაში სრულყოფილად არის ასახული ტექნიკუმის ისტორია ხაბუმეში მისი დაარსებიდან დღემდე.

   ზემო სამეგრელოს, ხაბუმის პირველი ტექნიკუმი მთელი სამეგრელოს ტექნიკუმად იქცა, სადაც 12 რაიონის ახალგაზრდები ეუფლებოდა 8 სხვადასხვა სპეციალობას.

   ტექნიკუმმა დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

                                                                ა რ ს ე ნ    ე ს ტ ა ტ ე ს    ძ ე გ  უ   ლ  უ  ა

                                                               სოფელი ხაბუმე, 1985 წელი.

ბ ო ლ ო თ ქ მ ა

მერი (კეკე) გულუა

ხაბუმის საჯარო სკოლის პედაგოგი

         ქვეყნის განათლების განვითარებისა და წინსვლის საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ხაბუმის საშუალო სკოლამ, რომელიც ტრადიციულად მოწინავეთა რიგებშია მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში. ხაბუმის საშუალო სკოლას, რომელიც დაარსდა 1923 წელს და რომელიც არის ზემო სამეგრელოში პირველი სკოლა, დღესაც  მისი დირექტორის, ქალბატონ ფატიმა შენგელიას ხელმძღვანელობით და სასწავლო ნაწილის გამგის მზევინარ სიჭინავას ზრუნვითა და თანადგომით, საპატიო ადგილი უჭირავს განათლების სისტემაში.

         დადიანისეული სკოლის უნიკალური, არაჩვეულებრივად ლამაზი სასახლე, რომელიც აგებული იყო უთხოვარის ხის მასალისაგან, საუკუნეების მანძილზე იქნებოდა, როგორც წარსულის მოწმე და რელიქვია, მაგრამ განუკითხაობის წლებში სამწუხაროდ გაანადგურეს. ისარგებლეს იმათ, ვისაც ხელეწიფებოდათ და ეს ძვირფასი, მრავალი თაობის აღმზრდელი სკოლის შენობა დაშალეს და წაიღეს. სკოლის უნიკალური შენობის არავითარი ნივთიერი ნაშთი არ არსებობს. გაჩეხეს ასწლოვანი კაკლის ხეები, ხეხილის ბაღი. მოსახლეობას თავიანთი შვილების აღმზრდელი სკოლის შენობაზე ხელი არ წასცდენიათ.

        წყაროსთან მდგარი ჭადრის ხე გადაჭრეს, წყარო დაიკარგა. წლების მერე, როცა გადაჭრილმა ჭადარმა ტოტები გამოისხა, მოსახლეობა წყაროს ვერ შეელია და გულისტკივილით ამოთხარეს იქვე ახლოს მიწა, თითქოს  იპოვეს მისი ნაშთი, გამოიყვანეს სადინარით, მაგრამ ის მჩქეფარე წყარო არ არის.

        სკოლის პირველ დირექტორს, პეტერბურგის უნივერსიტეტ დამთავრებულს, დიდად განათლებულ და თავის სოფელზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს – ილია დადიანს, რომლის მიერ ნაჩუქარ სასახლეში დაირწა პირველი აკვანი მშობელთა შვილების სწავლა-აღზრდისა, არ დასცალდა ხანგრძლივად ემსახურა სკოლისათვის. მას უკურნებელი სენი შეეყარა. ის გარდაიცვალა თბილისის საავადმყოფოში.

        მისი ანდერძის თანახმად, ის ჩამოასვენეს და დაასაფლავეს ხაბუმეში, ცენტრიდან 2 კმ-ის დაშორებით ჭოღის გზაზე, ეწერის სასაფლაოზე, მისი აღმზრდელების გვადი და პარა შენგელიების გვერდით. 

ილია დადიანი არ დაოჯახებულა, უშვილ-ძიროდ წავიდა ამ ცხოვრებიდან, მაგრამ დატოვა სიკეთე, სახელი და ადამიანობა, რომელიც მუდამ უნდა იხსენიებოდეს ხაბუმის საშუალო სკოლის პედკოლექტივის, მისი მოსწავლეების და მთელი სოფლის მოსახლეობის მიერ. მაგრამ ბედის ირონია არ არის, რომ ახლა მოსახლეობას არ ახსოვს ილია დადიანის სახელი, არც მოსწავლეებმა იციან ვის ეზოში იზრდებიან. ვინც სკოლის ისტორია იცის, ისინი თითზე ჩამოსათვლელიც არ არის, მალე თითებიც არ იქნება საჭირო მათ ჩამოსათვლელად.

          ხაბუმის საუკუნოვან საშუალო სკოლას 2023 წელს შეუსრულდება დაარსებიდან 100 წელი.

      სკოლა, რომლის კედლებში მისმა ღირსშესანიშნავმა პედაგოგიურმა კოლექტივმა, სამშობლოს აღუზარდა და უზრდის ასობით გამოჩენილ, უკვდავი სახელის ღირს ადამიანებს, უნდა გამოირჩეოდეს სკოლისადმი მიკუთვნებული სახელით, რომელიც დააფიქრებს ადამიანს მისი წარმოშობის ისტორიაზე.

     ჩავუფიქრდეთ სკოლის მიერ განვლილ გზას, მის წარსულს,

  ,,აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“.  

წარსული მტკიცე საძირკველია, რომელზედაც დაშენდება მომავალი. ახალგაზრდობას მეცნიერებასთან ერთად ცხოვრებაც ვასწავლოთ, წინაპართა დაფასება ვასწავლოთ. რასაც დავთესთ, იმას მოვიმკით.

      მიუხედავად იმისა, სკოლამ საუკუნის მანძილზე აღზარდა  ბევრი უკვდავების ღირსი ადამიანი, ვფიქრობ, ქრისტიანულად და ადამიანურად სამართლიანია სკოლას მიენიჭოს, მისი პატრონის, პირველი დირექტორის ილია დადიანის სახელი. 

  განა ღმერთისა  და სინდისის წინაშე სამართლიანია გაქრეს სახელი იმ ადამიანისა, რომელმაც გზა მისცა განათლების დაბადებისა და განვითარების საქმეს ზემო სამეგრელოში?!

  განა მოსწავლეებმა არ უნდა იცოდნენ ვის მიწაზე იზრდებიან?!

  მოსახლეობამ უნდა დაივიწყოს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი სოფელს უანდერძა?!

        ვფიქრობ, უსამართლოდ არ ვმსჯელობ და ვინც გაიზიარებს ჩემს აზრს, დამეთანხმება ალბათ. იმედი მაქვს, ვისაც ხელეწიფება, ქრისტიანულად და ადამიანურად გადაწყვეტს სკოლისათვის სახელის მინიჭების საქმეს. ღვთისაგან დალოცვა და მადლი მას, ვინც ნათელს მოჰფენს და გააბრწყინებს ღირსეულად, ქვეყნად სიკეთის დამტოვებელს.

    მინდა მოგაწოდოთ ხაბუმის საშუალო სკოლაში სხვადსხვა დროს მოღვაწე მასწავლებლების არასრული სია:

არახამია ლიზა
ბერულავა შალვა
ბაძაღუა-ბერულავა ლუბა
ბერულავა ნიკოლოზი
ბერულავა ევგენია (ბაცა)
ბერია ნორა
ბებია კარლო
გულუა პეტრე
გულუა არსენა
გულუა აკაკი
გახარია ვალენტინა
გახარია თეოფანე
გორდულაძე ღუდა
გორდულაძე ლუცია
გორდულაძე ლერი
გოროზია ინეზა
დადიანი გრიშა
დადიანი სანდრო
ვეკუა შოთა
ვახანია კოტე
ზედანია ნათელა
თითმერია მერი
კრილოვი ოთარი
კალანდია ლიდა
კაკაჩია კარლო
კაკულია ციური
ლემონჯავა ნაპოლეონი
ლემონჯავა ბუცა
ლემონჯავა ემილიანე
ლემონჯავა ისაკი
ლემონჯავა ლიდა
მანჯგალაძე ვიქტორი
პერტახია ამბაკო
როდონაია სამსონი
სიგუა იონა
სიგუა გულო
სიჭინავა ლოლა
სიჭინავა მარო
სიჭინავა ნონა
ფიჩხაია გოგოლი
ფიფია გული
ქუჩულორია ნათელა
ქარჩავა ჟენია
ქარჩავა შალვა
ქობალია დუშა
ქობალია ლუნა
ღვინჯილია გული
ღურწკაია აკაკი
ყალიჩავა ანტისა
ყალიჩავა ვარო
შენგელია-ჩიქობავა მარუსია
შენგელია პისტი
შენგელია ილუშა იაკოს ძე
შენგელია ლენა
შენგელია გუია
შენგელია დოდო
შენგელია შოთა ბაგრატის ძე
შენგელია შოთა როსტომის ძე
შენგელია ვარლამი ესტატეს ძე
შენგელია ვარლამი კიმოთიას ძე
შენგელია რეჯიბი
შენგელია ვაჟა კონდრატეს ძე
შენგელია ეთერი ვასილის ასული
შენგელია მედეა
შამბეშოვი ნარგიზა
შენგელია ოთარი
შენგელია გულადი
შენგელია რეზო
შოგირაძე მიშა
შოგირაძევალიკო
ჩიქოვანი კუკური
ჩიქოვანი ბედიშა
ჩიქოვანი ლამარა
ჩიქოვანი თინა
ცქვიტაია სანდრო
ცირამუა ლეონტი
წურწუმია ლიდა
წურწუმია კატუშა
ჭეჟია ამალია
ხარჩილავა თამაზი
ჯალაღონია დალი
ჯალაღონია ამირანი
ჯანაშია მარგო
ქარჩავა დომნიკა (საქმეთა მმართველი
ბოკუჩავა თინა (ბუღალტერი)
ყალიჩავა ლენა (პიონერ ხელმძღვანელი)
ყალიჩავა თინა (პიონერ ხელმძღვანელი)
ჯალაღონია ათანასე (სამნეო ნაწილის გამგე)

მ ე რ ი (კეკე)     გ უ ლ უ ა

                                          ხაბუმე

წყარო:https://chkhorotsku.ge

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის