არსებული ინფორმაციით, მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა 24 მარტს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.