USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
Tbilisi
არსებობს მტკიცებულებები, რომ COVID-19 უხანის ლაბორატორიაში არ შექმნილა
Date:  699

ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა ფადელა ჩაიდმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა სამხილი, რომელიც ხელმისაწვდომია, ცხადყოფს, რომ კორონავირუსი ღამურებიდან წარმოიშვა.

„ყველა სამხილი, რაც ხელმისაწვდომია, ცხადყოფს, რომ ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა და მისი მანიპულირება ან წარმოქმნა ლაბორატორიაში ან სადმე სხვაგან არ მომხდარა“,-აღნიშნა ჩაიბმა.

რამდენიმე დღის წინ კი Fox News-მა დაწერა, რომ არსებობს მტკიცებულებები COVID-19-ის უხანის ლაბორატორიაში წარმოშობის შესახებ. თემაზე კომენტარი აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ცდილობს გაარკვიოს,უკავშირდება თუ არა ვირუსის გავრცელება ჩინეთის ლაბორატორიას.

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way