USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
Тбилиси
არსებობს "მნიშვნელოვანი მტკიცებულებები" იმისა, რომ ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან მომდინარეობს — პომპეო
дата:  466

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, არსებობს "მნიშვნელოვანი მტკიცებულებები" იმისა, რომ ვირუსი უჰანის, ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა. ამის შესახებ პომპეომ ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მან არ დააკონკრეტა, თუ რა მტკიცებულებას გულისხმობდა.

"არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, თუ საიდან დაიწყო ეს ვირუსი. ჩვენ ეს თავიდანვე ვთქვით, რომ არსებობდა ვირუსი უჰანიდან, ჩინეთიდან. მათ აქვთ მსოფლიოს ინფიცირების ისტორია და აქვთ არასტანდარტული ლაბორატორიები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინური ლაბორატორიების გამო ვირუსი მსოფლიოში გავრცელდა", — განაცხადა პომპეომ.

ჟურნალისტმა ინტერვიუსას დააზუსტა, რომ განსხვავებული პოზიციაა წარმოდგენილი აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში. პომპეომ ამაზე განაცხადა, რომ ნახა მათი დოკუმენტი და "არავითარი მიზეზი არ აქვს იფიქროს, რომ ცდებიან". ჟურნალისტის მხრიდან კიდევ ერთი დამაზუსტებელი კითხვის დასმის მცდელობისას სახელმწიფო მდივანმა განმარტა:

"ეს ყველაფერი კონტექსტში უნდა ჩასვათ. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შანსი ჰქონდა, ყველა ეს უბედურება თავიდან აეცილებინა. აი რა მივიღეთ დღეს — მე და თქვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვერ ვხვდებით ერთმანეთს პირისპირ. ეს უდიდესი კრიზისია, რაც მოგვიტანა ავტორიტარული რეჟიმის ქმედებამ. ეს რომ ამერიკაში ყოფილიყო, მეცნიერები ამას გარეთ გამოიტანდნენ, იქნებოდა იდეების გაცვლა და სწრაფი იდენტიფიცირება. სანაცვლოდ, ჩინეთმა დამალა. ვფიქრობ, მთელი მსოფლიო ერთიანია იმ აზრის ირგვლივ, რომ ჩინეთიდან მოდის ეს ვირუსი".

სახელმწიფო მდივანმა, ასევე, განაცხადა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, ვირუსი შემთხვევით გავრცელდა ლაბორატორიიდან თუ განზრახ. მისი თქმით, ჩინეთში უამრავი ლაბორატორიაა, პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეა და კომუნისტური პარტია დასავლეთიდან ჩასულ მეცნიერებს ლაბორატორიებში შესვლას უზღუდავს.

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати