USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
არქიმანდრიტი კირიონი - დავით გარეჯის საკითხზე ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას ნინო კალანდაძე გამოხატავდა
თარიღი:  857

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას იმჟამინდელი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოხატავდა.

ჩვენებაში არქიმანდრიტი კირიონი ჰყვება, რომ დახმარებისთვის 2014 წელს იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას შეხვდა, რომელმაც საკითხის მოკვლევა კარტოგრაფიის სამმართველოს უფროსს, ნოდარ ხორბალაძეს და მის გუნდს დაავალა, პარალელურად კი, კირიონსაც სთხოვა მათთან ეთანამშრომლა.

„მან(ნინოკალანდაძემ), როგორც მახსოვს, 2012 წლის მაისის მოვლენების დროს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას. ეს ყოველივე, ჩემის აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფოებრივ დანაშაულს, ვინაიდან: 1) ნინო კალანდაძის ამ ოფიციალური პრესკონფერენციიდან 2 საათში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის სპიკერმა განაცხადა: "როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს მონასტრები საბჭოთა კავშირის დროიდან წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას..." ანუ აზერბაიჯანის მხარე დაეყრდნო ჩვენი სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას და უკვე ის ლამის იურიდიულ რანგში გვიღიარა. 2) ჯერ დაუდგენელი სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე,­ რომელსაც დავითგარეჯა წარმოადგენდა და რომელზეც მუშაობდა აზერბაიჯანისა და საქართველოს­ დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები, მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აპრიორში ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანს მიაკუთვნებდა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტები ყველა სამართლებრივ ცივილიზებულ სახელმწიფოში დანაშაულად მიიჩნეოდა. იმჟამინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივ პოლიტიკას საზოგადოებისა და ეკლესიის მძაფრი რეაქციები მოჰყვა... ამ აქტივობამ შედეგი გამოიღო - ხელისუფლება იძულებული გახდა, დაეკავებინა პრინციპული პოზიცია და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თხემის გადაღმა, მათ მხარეს არსებულ დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ. როგორც მახსოვს, აზერბაიჯანის მესაზღვრეებს მონასტერი უდაბნოს ტერიტორია დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. ამის შემდგომ მონასტერი უდაბნო ვერანგარეჯთან ერთად ერთდღიანი, მაქსიმუმ ორდღიანი ფრაგმენტების გარდა, აღარ დაკეტილა 2019 წლის 19 ივლისამდე. ამ თარიღიდან დღემდე მონასტერ უდაბნოში ქართველი მომლოცველების ასვლა შეუძლებელია. ანუ, ფაქტობრივად, დღეს ქართული მხარისათვის დაკეტილია მონასტერი უდაბნო, ვერანგარეჯთან ერთად. აღარაფერს ვამბობ ჩიჩხიტურზე და მით უმეტეს - ბერთუბანზე, რომლებიც ასევე დაკეტილია ქართული მხარისათვის. ამის შემდგომ მე მივხვდი, რომ აუცილებელი იყო ყველა დოკუმენტაციის და კარტოგრაფიული მასალის მოძიება. რამდენიმეხნიანი კვლევის შედეგად მოვიძიე მცირე მასალები, მაგრამ ეს სერიოზულ ხარისხს ვერ ქმნიდა, ამიტომ დახმარებისათვის მივმართე იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ალასანიას. მან გულისყურით მომისმინა, დაიტოვა ჩემს ხელთ არსებული მცირე მასალები და პირობა მომცა, რომ ამ საკითხს მაღალ პროფესიულ დონეზე გამოიკვლევდა.

გარკვეული დროის შემდეგ ხელმეორედ შევხვდით. ამ საკითხისადმი ჩემი ემოციური დამოკიდებულების გამო მეტ დინამიკას მოვითხოვდი, ბატონი მინისტრი კი, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, უფრო მეტ სიფრთხილეს და სიდინჯეს იჩენდა. შემპირდა, რომ საკითხს ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიკვლევდა. მან ამ საკითხის მოკვლევა დაავალა კარტოგრაფიის სამმართველოს უფროსს, ბატონ ნოდარ ხორბალაძეს და მის გუნდს, და ამავე დროს სთხოვა, რომ მეც მათთან მეთანამშრომლა“, - აცხადებს კირიონი.

მისივე თქმით, საჭირო დოკუმენტაციების მოძიება მოხდა, თუმცა, მთავარს - 1936-38 წლის 1:200 000 მასშტაბის მორიგე რუკას ვერ მიაკვლიეს.

„ყველა არქივიდან გამქრალი იყო. საოცარია, მაგრამ ეს უმთავრესი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ამ საკითხში მთავარ ფუნდამენტს წარმოადგენს, არც სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აღმოჩნდა. ივერი მელაშვილმა თავდაპირველად განგვიცხადა, რომ ამ რუკას არ ფლობდა, მოგვიანებით­ კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს სხდომაზე განაცხადა,­ რომ მას ეს რუკა ჰქონდა. მას ვუთხარით, თავის დროზე, როცა ჩვენგან ამ რუკის მოთხოვნა იყო, რატომ არ გაგვიმხილა. მელაშვილმა ეს გაუგებრობითა და დაბნეულობით ახსნა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში მისვლისას ჩვენ შევხვდით სახელმწიფო დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას. მასაც ვთხოვეთ, ჩვენთვის გადმოეცა 1936-38 წლის 1:200 000 მასშტაბის რუკა. ამ თხოვნამ ის საკმაოდ დააბნია და გვითხრა, რომ მის ხელთ ამდაგვარი რუკა არ არსებობდა. 2014 წელს, გაზაფხულზე - ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან შედგა შეხვედრა“, - აცხადებს კირიონი.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის