USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
თარიღი:  730

სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია „არქისთვის“ კორპორაციული კულტურის განუყოფელ ნაწილსა და ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. კომპანია წლებია აქტიურად უჭერს მხარს სპორტის განვითარებასა და წარმატებულ ათლეტებს, რომელთა რიგებშიც არაერთი ჩემპიონია. ამჯერად „არქი“ თანამშრომლობას იწყებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან.

„ჩვენთვის სპორტი მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის - ეს განვითარების, მიზანდასახულობისა და გამარჯვების ფილოსოფიაა. სანდრო ბაზაძე სწორედ ის პიროვნებაა, რომლის შრომისმოყვარეობა და მიღწევები მთელ ქვეყანას აერთიანებს. გვიხარია, რომ „არქის“ ისტორია და სანდროს გზა საერთო ღირებულებებით იკვეთება“, - აცხადებენ კომპანიაში. თავად სანდრო ბაზაძისთვის, ეს კოლაბორაცია დამატებითი მოტივაციის წყაროა. სპორტსმენის თქმით, არქი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება დაუღალავი შრომა და საკუთარი თავის რწმენა ლიდერობად. ორივე მხარეს აერთიანებს მაქსიმალისტური მიდგომა საქმისადმი და მიზნისკენ ბოლომდე სვლის სურვილი, რაც ახალი წარმატებების საწინდარია.

„არქის“ ისტორია 2006 წლიდან იწყება და უკვე 20 წელია, კომპანია ინოვაციური მიდგომებით ცვლის სტანდარტებს სამშენებლო ინდუსტრიაში. მიღწეული შედეგები გუნდისთვის მხოლოდ დასაწყისია - ისევე, როგორც სანდრო ბაზაძისთვის, რომელიც არასდროს ჩერდება და მუდმივად წინ მიიწევს.

ამ კოლაბორაციის მთავარი გზავნილია - წარმატებარომელიც გვაერთიანებს. პარტნიორობის უმთავრესი მისია კი საზოგადოებაში საკუთარი შესაძლებლობების რწმენის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და უწყვეტი თვითგანვითარების იდეის პოპულარიზებაა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის