USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
არკანზასის შტატში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
дата:  

არკანზასის შტატში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას არკანზასის შტატის პოლიცია ავრცელებს.

შტატის პოლიციის ცნობით, ქალაქ ფორდაისში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის 2 პოლიციელი.

„სამწუხაროდ, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 11 უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეს ესროლეს და მათგან სამი გარდაიცვალა. სროლის შედეგად 2 სამართალდამცველი დაშავდა. დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელიც სროლის შედეგად დაშავდა“, - განაცხადა არკანზასის შტატის პოლიციის დირექტორმა, მაიკ ჰაგარმა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати