USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
არის თუ არა კრიპტოინდუსტრიის მეფე სემ ბენკმენ-ფრიდი, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითი?!
თარიღი:  617

ერთ დროს კრიპტოინდუსტრიის მეფედ წოდებული, Forbes-ის მიერ წლის კაცად შეფასებული, აწ უკვე ყოფილი მილიარდერი, სემ ბენკმენ-ფრიდი ამერიკის სასამართლომ ოფიციალურად ცნო თაღლითად და დამნაშავედ.

კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებელს ბრალად ედება თითქმის ყველაფერი, რაც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება - ფულის გათეთრებით დაწყებული, ინვესტორების აქტივების მიტაცებით დამთავრებული.

თაღლითის წოდების გარდა, ბენკმენ-ფრიდს პატიმრობაც ემუქრება, თანაც დაახლოებით 100 წლით, ანუ რეალურად მას მთელი ცხოვრების გატარება ციხეში მოუწევს. მართალია, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია, თუმცა დიდი შანსია, ის იმ იშვიათ მილიარდერთა შორის აღმოჩნდეს, რომელსაც სული საკანში აღმოხდება.

ბენკმენ-ფრიდმა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური პროექტი, FTX შექმნა, რომელიც ერთ დროს ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტობირჟა იყო.

ეგვიპტის პირამიდებისგან განსხვავებით, ფინანსურ პირამიდებს დიდ ხანს სიცოცხლე არ უწერიათ და გასულ წელს FTX-მაც კოლაფსი განიცადა, რის შედეგად ინვესტორებმა დაახლოებით 65 მილიარდი დოლარის აქტივები დაკარგეს. FTX-ის მიერ ინდუსტრიაზე მიყენებული არაპირდაპირი ზარალის მოცულობა კი $200 მილიარდს აღწევს, რაც ბენკმენ-ფრიდს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ თაღლითად აქცევს.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის