USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
არენა“ (ანალიზი); «Sky News» (დიდი ბრიტანეთი): „კომენტარი სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით“
თარიღი:  789

ბრიტანული ტელეარხის „სქაი ნიუსის“ (Sky News) ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი სათაურით „კომენტარი სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს მიმართ განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით“, რომელშიც ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი, სამხედრო ანალიტიკოსი მაიკლ კლარკი საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

პროფესორ მაიკლ კლარკი ვარაუდობს, რომ რადგანაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს პოლიტიკური კარიერა აშკარად პრორუსულია, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ტერორისტული აქტი უკავშირდებოდეს მის კეთილგანწყობილ პოზიციას კრემლის მიმართ.

გარდა ამისა, რობერტ ფიცო გარკვეულ წინააღმდეგობას უწევს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და ცდილობს მხარი არ დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს, იგი უარს აცხადებს უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაწევაზეც, რაც ბრიუსელის კურსს ეწინააღმდეგება.

„წლების განმავლობაში რობერტ ფიცო ძალიან პრორუსულ პოლიტიკოსად გადაიქცა. რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზები აქვს. შესაძლოა საქმე პირად განწყობებსა და ხედვებშია. ისევე როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცოც აქტიურად გამოდიოდა ევროკავშირის მიერ დაწესებული ანტირუსული სანციების წინააღმდეგ და უარს აცხადებდა უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე.

ორივე - ბრატისლავაც და ბუდაპეშტიც - ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან და მაინც ბრიუსელის პოლიტიკის საწინააღმდეგო კურსს ატარებენ: ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო თიტქმის პოზიტიურად არიან ვლადიმერ პუტინის მიმართ განწყობილნი, ომის დაწყებიდან არ შეხვედრიან ვოლოდიმირ ზელენსკის და არანაირ თანაგრძნობას არ აცხადებენ კიევის მიმართ. ორივე ხაზს უსვამს, რომ მათ „ომის სწრაფად დასრულება და მშვიდობა სურთ“. ამაში ისინი რეალურად გულისხმობენ იმას, რომ ომში რუსეთმა გაიმარჯვოს, კრემლმა წარმატებას მიაღწიოს და სამშვიდობო მოლაპარაკება მოსკოვის პირობების მიხედვით გაიმართოს, ანუ უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადოს და ტერიტორიების დათმოს“, - ამბობს ინტერვიუში პროფესორი მაიკლ კლარკი.

წყარო: https://news.sky.com/video/professor-michael-clarke-on-the-political-career-of-shot-slovakian-prime-minister-robert-fico-13136456

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის