USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
არემჯის მხარდაჭერით, სტუ-ში ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია გაიხსნა
თარიღი:  663

არემჯის მხარდაჭერით, სტუ-ის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე, მაღალტექნოლოგიური ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია გაიხსნა. ახლად შექმნილ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სტუდენტები სამთო პროცესების კომპიუტერული სიმულაციების განხორციელებას შეძლებენ. ადგილზე არსებული ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის მეშვეობით კი ისინი საქართველოში არსებულ სამთო კარიერებსა და სხვადასხვა გეოლოგიურ არეალებს ლაბორატორიიდან გაუსვლელად გაეცნობიან.

ახლად შექმნილ ლაბორატორიაში საზეიმოდ ლენტი, არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გაჭრეს. ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ სატესტო პროექტებს და დაათვალიერეს ლაბორატორიისთვის გადაცემული უახლესი ტექნიკა-დანადგარები. პროექტის ფარგლებში შეძენილი ვირტუალური რეალობის სათვალის მეშვეობით, ლაბორატორიის სტუმრები არემჯის ისტორიულ მადნეულის კარიერის, ასევე სტუ-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური სასწავლო შახტის დათვალიერებას შეძლებენ.

„ორივე მხარე თვალნათლივ ვხედავთ, რამხელა წინსვლა და პოზიტიური შედეგები მოაქვს ამ სამაგალითო პარტნიორობას, არემჯის და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. ეს არის ორმხრივი სარგებელი, ბევრს იძენს სასწავლებელი და ბევრს ვიძენთ ჩვენ - წარმოება.

სასიხარულოა, რომ დღეს უკვე 200-ზე მეტი სტუ-ის კურსდამთავრებული არის ჩვენთან დასაქმებული. საერთო მიზნის მისაღწევად ეს თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, ეს უნდა იყოს მდგრადი პარტნიორობა, რომელიც წარმატებას მოგვიტანს.“ - აღნიშნა ღონისძიებაზე არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

საზეიმო ღონისძიებაზე, მხარეებმა შეაჯამეს 2021-2024 წლებში ერთობლივად განხორციელებული პროექტები და ხელი მოაწერეს განახლებულ 4 წლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც არსებული სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელებას და მის გაძლიერებას, ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერას, ასევე სხვა სასწავლო ლაბორატორიების გადაიარაღებაში და ზოგადად ფაკულტეტის ინფრასტრუქტურის განახლებაში კომპანიის ჩართულობას ითვალისწინებს.

„სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს, რომელიც 103 წლისაა, ქვეყნის სამრეწველო დარგის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა მოთხოვნა და შესაბამისად, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ვზრუნავთ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „არემჯის“, რომლის მხარდაჭერით დღეს მორიგი, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გავხსენით. მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტზე მოღვაწე ყველა მეცნიერს, დეკანატს, სტუდენტებს და წარმატება ვუსურვო მათ. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ახალი ლაბორატორია, ასევე, ახალგაზრდა სამთოელთა ნამუშევრები, რომელთაც ხვალ წარმატებით უნდა გააგრძელონ დიდი მეცნიერების მიერ გაკვალული გზა.”, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

მიმდინარე სასწავლო წლიდან, არემჯის მიერ სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილ ორ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში სტუდენტები შეძლებენ შეისწავლონ დარგისთვის აუცილებელი უახლესი კომპიუტერული პროგრამები. ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ცენტრი კვლევების პროგრამულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორიაში VR ტექნოლოგიების გამოყენებით, სამთო პროცესების კომპიუტერული სიმულაციები განხორციელდება, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის მეშვეობით კი, შესაძლებელი იქნება საქართველოში არსებული სამთო კარიერებისა და სხვადასხვა გეოლოგიური საწარმოო არეალის დათვალიერება.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის