USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Tbilisi
“არემჯის“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება
Date:  749

კომპანია „არემჯის“  აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ  დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის  შეხვედრა გამართა.

მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

2017 წელს „არემჯისა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორნდუმის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც სტუდენტების განვითარებაზე და მათ მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.

2018 წელს „არემჯიმ“ ტექნიკური უნივერსიტეტისსამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტების  სტუდენტებისათვის სტიპენდია დააწესა. 2018-2019 წლებში „არემჯის“ სტიპენდიანტი 30-მდე ახალგაზრდა გახდა.

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტიდან შერჩეული მოტივირებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს საშუალება აქვთ გახდნენ „არემჯის“ საზაფხულო სკოლის მონაწილეები. პროექტი ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს, რომლის დასრულების შემდეგ საუკეთესო სტუდენტებს კომპანიაში  დასაქმების რეალური შანსი ეძლევათ.

ყოველწლიურად  სტუ-ს დაწყებითი კურსის სტუდენტებს, „არემჯი“  სასწავლო-საველე პრაქტიკებზე მასპინძლობს, სადაც ახალბედა სამთოელები ამიერკავკასიაში უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი კომპანიის წარმოების სრულ ციკლს ეცნობიან.

2019 წელს, სტუ-სთან ერთადკომპანიამ მუშაობადაიწყო დუალურ საგანმანათლებლოპროექტზე „ინდივიდუალური განვითარების გეგმა“, რომელიც პროექტში ჩართული თითოეული მონაწილესთვის, მათი კომპეტენციების განვითარების ინდივიდუალური პროგრამების შედგენას ითვალისწინებს.

თორნიკე ლიპარტია „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ვთავაზობთ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში.  „არემჯის“ ყავს 30-მდე სტიპენდიანტი, საზაფხულო სკოლაში 2019-2020 წლებში 120-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. გვსურს მომავალი სამთოელები, გეოლოგები, ქიმიკოსები და სხვა მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტები სწავლის დაწყებისთანავე ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში. ვფიქრობ, ეს მათ  სწორი პრიორიტეტების განსაზღვრაში და  პროფესიონალებად ჩამოყალიბებაშიდაეხმარება.  ჩვენის მხრივ მზად ვართ, ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ჩვენს კომპანიებში კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული და სტაბილური სამუშაო გარემოშევთავაზოთ.“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტისა და კომპანია „არემჯის“ მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს დარგის პოპულარიზაციას, ზრდისსტუდენტებს შორის მოტივაციას  და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებას.

„უნივერსიტეტი მადლობას უცხადებს კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და წარმატებული სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის. უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის განახლებული მემორანდუმის საფუძველზე, ურთიერთთანამშრომლობა სამომავლოდ გაღრმავდება და უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და თავად სამთო დარგის განვითარებისათვის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. უახლეს მომავალში, ვგეგმავთ სტუდენტებთან ერთად ვეწვიოთ კომპანიას, ადგილზე გავეცნოთ წარმოებას და მათთან ერთად დავგეგმოთ დარგის პოპულარიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებები. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ „არემჯის“ ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში“, - აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.

society
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way