USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Тбилиси
„არემჯის“ 2025 წლის სტიპენდიატები გამოვლინდნენ
дата:  649

კომპანიის თბილისის ოფისში, „არემჯის“ 2025 წლის სტიპენდიატები საზეიმოდ გამოვლინდნენ. ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.

წელს სასტიპენდიო კონკურსში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, არემჯის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ.

რჩეულ 20 სტუდენტს, სამახსოვრო სერტიფიკატები არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ მალხაზ ნაცვლიშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.
სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა (სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 150-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ორეტაპიანი გასაუბრების შედეგად შერჩეული 20 სტუდენტი არემჯისგან ერთი წლის განმავლობაში ფულად წახალისებას მიიღებს.
არემჯის სტიპენდია ყოველწლიურად სწავლაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს გადაეცემა. პროექტის მიზანია საინჟინრო მიმართულების ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მათი მოზიდვა და შემდგომი კარიერული განვითარების ხელშეწყობა.

სასტიპენდიო პროგრამა არემჯიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2018 წელს დააწესა. კომპანია ხარისხიანი განათლების მხარდაჭერას, გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის ფარგლებში ახორციელებს, რაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати