USD 2.6673
EUR 3.1071
RUB 3.7161
თბილისი
„არემჯი“ მუშევანის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიმდინარე სამუშაოებზე მოსახლეობა ინფორმირებული იყო
თარიღი:  1009

„არემჯი“ მუშევანის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში კომპანია აღნიშნავს, მუშევანის პროექტის ირგვლივ, „სამწუხაროდ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან“, რომელიც არ ემსახურება სოფელ მუშევანის განვითარებას და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას.

„შესაბამისად კიდევ ერთხელ, ფაქტებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ სოფლის მოსახლეობა სრულად იყო ინფორმირებული (მათ შორის აზერბაიჯანულ ენაზე) არსებული პროექტის შესახებ, რასაც სოფელში ჩატარებული ორი საჯარო განხილვა მოწმობს. აღნიშნული დასტურდება გზშ-ს საჯარო განხილვის უწყვეტი ვიდეო გადაღებითაც, რომელიც სრულად ასახავს საჯარო განხილვის მაღალ სტანდარტს და კანონიერებას. ვიდეო გადაღება ხორციელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიერ. მოვუწოდებთ მათ გაასაჯაროონ აღნიშნული ვიდეო/ფოტო მასალები.

გზშ-ს განხილვის შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მუშევანის პროექტის ირგვლივ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას, კომპანიის მხრიდან ასევე გაეცა ამომწურავი პასუხები.

ჩვენ ასევე წლებია ვასრულებთ უპრეცედენტო გარემოსდაცვით ვალდებულებებს და ამ მხრივ ქვეყნის მასშტაბით ვნერგავთ მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტს, რაც უკვე არაერთხელ იქნა აღიარებული ამ დარგის სპეციალისტების მიერ. შესაბამისად „არემჯის“ მიმართ არ არსებობს არცერთი ობიექტური პასუხგაუცემელი კითხვა, რაც შეიძლება ნებართვის არ გაცემის საფუძველი გამხდარიყო.

გარდა ამისა, ადგილზე ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენიმე თვეა ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას და უკვე გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს და მომავალშიც აუცილებლად იგრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, დაინტერესების შემთხვავაში მედიას და არასამთავრობო სექტორს მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მუშევანის პროექტის სანებართვო პირობებთან დაკავშრებით. ასევე, იმ მიმდინარე სოციალურ პროექტებზე, რომელიც სოფელ მუშევანში მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „არემჯი“ ავრცელებს.

საზოგადოება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის