USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
არჩილ თალაკვაძე: რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერს - ნათელია, ვის აწყობდა კრიზისი
Date:  555

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ბატონი შარლ მიშელის მედიაციითა და ძალისხმევით, ჩვენ შევძელით შეთანხმების დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ფართო კონსენსუსს ეფუძნება და მომავალი კვირიდან, უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ისეთი სახით ფუნქციონირებას, როგორიც ის საზოგადოებამ აირჩია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერს. საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს: როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება საერთო წინადადებებსა და პირობებს, ამ დროს, რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა. ესაა ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი და რეალურად, ვინ მუშაობდა მის მოსაგვარებლად. ფაქტი ერთია: რაც გუშინ გაფორმდა, ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმისთვის, რომ მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შარლ მიშელი დღეს უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. დღესვე, სალომე ზურაბიშვილის სახელით, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way