USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
არჩილ თალაკვაძე - რატომ გახდა საჭირო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვით, შესაძლოა, ესა თუ ის დეპუტატი ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს
дата:  383

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რატომ გახდა საჭირო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვით, შესაძლოა, ესა თუ ის დეპუტატი ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი მხრივ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ ატარებს კამპანიას მათ ქალაქსა თუ სოფელში, მეორე მხრივ კი პარტიებმა - ვინ არის კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მათი სიიდან კამპანიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, აღნიშნული საკითხზე საუბარი ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც იყო, უბრალოდ “ქართულმა ოცნებამ” ეს ფურცელზე გადაიტანა.

“საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, როგორც კანონმდებლობაში ჩავწერეთ. აქედან არანაირი გადახვევა და ცვლილება არ ხდება, ამიტომ აქ უნდა დავსვათ წერტილი. რაც შეეხება ოპოზიციის კომენტარებს, მინდა მათ შევახსენო, რომ როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადავდიოდით, ოპოზიციის ყველა პარტია საუბრობდა, რომ საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას აუცილებელი იქნება საკითხის გათვალისწინება, რომ პარტიებმა თავისი ლიდერები, რომლებიც ეყოლებათ შეყვანილი პროპორციულ სიაში, საქართველოს მასშტაბით გაანაწილონ და ჩართონ საარჩევნო კამპანიაში ისე, რომ ადგილზე მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ ატარებს კამპანიას და პარტიებმაც იცოდნენ, ვინ არის კონკრეტულ საარჩევნო ოლქში კამპანიის ხელმძღვანელი მათი სიიდან. შესაბამისად, რაზეც ისედაც იყო საუბარი და რასაც ისედაც აპირებდა უკლებლივ ყველა სერიოზული პოლიტიკური პარტია, ვინც სიის სრულად შევსებას და წარდგენას აპირებს, ეს ყველაფერი “ქართულმა ოცნებამ”, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ გადავიტანეთ ფურცელზე. არ გვინდა, რომ საზოგადოება ვინმემ დააბნიოს და გვსურს, რომ რაც საარჩევნო კამპანიაში მოხდება, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს. ასევე, გავიხსენებ საკონსტიტუციო განხილვებს, როდესაც მოქალაქეების უდიდესი ნაწილი რეგიონებში გვეუბნებოდა, რომ მათ აინტერესებთ, ვინ იქნებოდა ადამიანი, ვინც საქმის კურსში იქნება და ვისაც მომავალში ეცოდინება მათი რეგიონის, ქალაქისა თუ სოფლის პრობლემები, რათა ყველა ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებები იყოს ჯეროვნად წარმოდგენილი პარლამენტში.

ამაზეა საუბარი და სწორედ ეს - საზოგადოების სურვილი და პარტიების გეგმა კამპანიის ჩატარების შესახებ გადავიტანეთ ფურცელზე.

მოვუწოდებ ყველას, ამაზე ნუ დაგეგმავენ სპეკულაციებს, შეწყვიტონ უსაფუძვლო კრიტიკა. ვინაიდან მათაც დასჭირდებათ, რომ საკუთარი კამპანია ასე დაგეგმონ. ვინც განაგრძობს ამ უსაფუძვლო კრიტიკას, უკვე ზაფხულში და და შემოდგომაზე, როდესაც კამპანია დაიწყება, შევახსენებთ სიტყვებს, რომელსაც დღეს ამბობენ”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

ამავე კანონპროექტით, “ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. „საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.

„ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати