USD 2.6800
EUR 2.8848
RUB 2.9378
Тбилиси
არჩილ თალაკვაძე - ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ჩვენ მოვიძიებთ ახალ საიმედო პარტნიორს
дата:  666

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განხორციელდეს.

როგორც თალაკვაძემ ვაშინგტონში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონგრესმენებთან შეხვედრაზე მათ ეკონომიკურ პროექტებზეც ისაუბრეს.

„სახელმწიფო დეპარტამენტთან ჩვენ გვქონდა საუბარი იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებიც აქვს დაგეგმილი ჩვენს ხელისუფლებას, მათ შორის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ ახალი, საიმედო პარტნიორი ინვესტორი, რომელიც შეძლებს ამ პროექტის განხორციელებს. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ პროექტს მომავალშიც. მოგეხსენებათ, როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრირების თვალსაზრისით, ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკვე გამოიჩინა ამ პროექტის მიმართ, ის გამყარებულია კონსტიტუციით და მომავალში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ. ამის გარდა, არის მთელი რიგი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. იცით, რომ ფოთშიც, ბათუმშიც ამერიკული მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება. მე მექნება შეხვედრები ინვესტორებთანაც და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის კეთების რეიტინგი არის სათანადოდ დანახული და შეფასებული საერთაშორისო ბიზნეს სუბიექტებისა და ინვესტორების მხრიდან“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

„საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა და ნდობა. აქ არსებობს დიდი ოპტიმიზმი, რომ ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიის განმტკიცებას, ეკონომიკის გაძლიერებას. უსაფრთხოების სფეროში ვრჩებით აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შევხვედროდით ჩვენს კოლეგებს კონგრესში, გვესაუბრა მათთან. მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი გეგმებისა და სამომავლო გადაწყვეტილებების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენს ურთიერთობებს ძალიან დაეხმარება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

спорт
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати